მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ელექტრონული ხმის მიცემის შედეგებით ფაშინიანის პარტია ლიდერობს

ფაშინიანის გადადგომა

სომხეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში, ელექტრონული ხმის მიცემის შედეგებით, ყოფილი პრემიერის ნიკოლ ფაშინიანის პარტია ლიდერობს.

ელექტრონულ ხმის მიცემის პროცესში 500 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათგან ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ 163 ხმა, ხოლო 135 ხმა რობერტ ქოჩარიანის საარჩევნო ბლოკმა მიიღო. დანარჩენი ხმები სხვა პარტიებზე გადანაწილდა.

ელექტრონულ არჩევნებში საზღვარგარეთ მყოფი დიპლომატები, ოფიციალური და სამხედრო პირები, ოჯახის წევრებთან ერთად მონაწილეობდნენ.

შეგახსენებთ, რომ სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.

ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩევლის 49,4%-მა ანუ 1 281 174 ადამიანმა მიიღო.

ხმის მიცემის წინასწარი შედეგები გვიან ღამით გახდება ცნობილი.

არჩევნებში ჯამში 25 პოლიტიკური ძალა, 21 პარტია და 4 ბლოკი, მონაწილეობს.