მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვინ შეიძლება შეცვალოს მაიკ პომპეო აშშ-ში?

ვინ შეცვლის მაიკ პომპეოს

აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ მისი ადმინისტრაცია მრავალფეროვანი იქნება.

reuters იმ შესაძლო პიროვნებების სახელებისა და გვარების სიას აქვეყნებს, რომლებსაც შეუძლიათ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო შეცვალოს.

კრის კოუნსი - აშშ–ის დემოკრატი სენატორი დელავერიდან.

კრისი ბაიდენის ახლო მეგობარი და მრჩეველია, რომელიც სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის გამორჩეული წევრია. როგორც გამოცემა იუწყება, მას სენატის კოლეგების დასამტკიცებლად ადვილი გზა ექნება.

სიუზან რაისი - ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველი.

რაისი გაეროს ელჩი და სახელმწიფო მდივნის თანაშემწე გახლდათ. ის ლოგიკური არჩევანი შესაძლოა იყოს, მაგრამ არის ერთი ფაქტორი, რამა შესაძლოა პრობლემა შექმნას. მან 2012 წელს ლიბიაში, ბენგაზის მისიაში მიიღო მონაწილეობა.

უილიამ ბერნსი - სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს.

ბერნსი გახლდათ ელჩი რუსეთში და წამყვანი პირი საიდუმლო მოლაპარაკებებში, რამაც საბოლოოდ გაუხსნა გზა 2015 წლის ირანის ბირთვული შეთანხმებისკენ. ახლა ის საერთაშორისო მშვიდობის კარნეგის ფონდის პრეზიდენტია.

📌 აშშ-ში 3 ნოემბერს გამართულ არჩევნებში „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატმა ჯო ბაიდენმა მოიგო. მან საარჩევნო წარმომადგენლის 273 ხმა მიიღო, რაც არჩევნებში გამარჯვებისთვის საკმარისია.

📌 ცნობისთვის, საქართველოს 2 დღიანი ვიზიტით დღეს, 17 ნოემბერს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ეწვევა.