მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვიწყებთ ზელენსკის იმპიჩმენტის პროცედურას“ - უკრაინის უმაღლესი რადას ფრაქცია „ოპოზიციის პლატფორმა - სიცოცხლისთვის“

„ოპოზიციის პლატფორმა - სიცოცხლისთვის“

უკრაინის უმაღლესი რადას ფრაქცია „ოპოზიციის პლატფორმა - სიცოცხლისთვის“, იწყებს ვოლოდიმირ ზელენსკის იმპიჩმენტის პროცედურას. ამის შესახებ ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.

„ჩვენ ვიწყებთ პრეზიდენტ ზელენსკის იმპიჩმენტის პროცედურას, მისმა საქციელმა აღაშფოთა ამომრჩეველი და ქვეყანა. დღეს, პირველად დამოუკიდებელი უკრაინის ისტორიაში, სამი არხი დაკეტეს. ეს არის ბრძანება დამოუკიდებელი ჟურნალისტების მოკვლის შესახებ“ - განაცხადა ფრაქციის თანათავმჯდომარემ ვადიმ რაბინოვიჩმა.

ინფორმაციისთვის უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამ ადგილობრივ ტელეარხს სანქციები დაუწესა.

სანქციები და მაუწყებლობის შეწყვეტა შემდეგ ტელეარხებს შეეხო: „112 უკრაინა“, NewsOne და ZIK. სანქციები ასევე დაუწესდა ოპოზიციური პარტია „ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის“ დეპუტატს, ტარას კოზაკს, რომელიც მედიაჰოლდინგი „ნოვოსტის“ მეშვეობით აღნიშნული ტელეარხების მფლობელია.

სამივე ტელეარხმა უკვე შეწყვიტა მაუწყებლობა. ამჟამად მათი სატელევიზიო კონტენტი YouTube-ზე არის ხელმისაწვდომი.