რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჟენევაში ჩაფრინდა, სადაც აშშ-ის ლიდერს ჯო ბაიდენს შეხვდება.
ჯო ბაიდენი უკვე ჟენევაში იმყოფება. იგი მანამდე ბრიუსელში იმყოფებოდა, სადაც ნატო-ს სამიტი გაიმართა. როგორც კრემლში ვარაუდობენ, ბაიდენი შეხვედრაზე რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის საკითხს დააყენებს.
შეგახსენებთ, რომ მოლაპარაკების დროს საუბარი, სავარაუდოდ, სტრატეგიულ სტაბილურობას, პანდემიასთან ბრძოლას, ლოკალურ კონფლიქტებს, უკრაინაში არსებულ მდგომარეობას და ორმხრივ ურთიერთობებს შეეხება. მანამდე ბაიდენმა განაცხადა, რომ პუტინს ჰაკერული შეტევების შესახებ ესაუბრება, რომლებიც რუსეთის ტერიტორიიდან განხორციელდა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ასევე, განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერის წინაშე აშშ-ის და მისი მოკავშირეების ერთობლივ პოზიციას დააფიქსირებს.
აგრეთვე წაიკითხეთ: