მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვლადიმირ ზელენსკი: Nord Stream 2-ის მშენებლობის შეჩერება მხოლოდ ჯო ბაიდენს შეუძლია

„ნატო ერთადერთი გზაა დონბასში ომის დასრულებისკენ“

შეერთებულ შტატებსა და პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეუძლიათ შეაჩერონ გაზსადენ Nord Stream 2-ის მშენებლობა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„მხოლოდ შეერთებულ შტატებსა და ჯო ბაიდენს შეუძლია შეაჩეროს Nord Stream 2-ის მშენებლობის დასრულება. ეს არის ძლიერი იარაღი, რომელიც რუსეთის ხელშია“, - განაცხადა ზელენსკიმ სენატორებთან ჟან შაჰინთან და რობერტ პორტმანთან შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, გაზსადენის ამუშავება უკრაინას წაართმევს სახსრებს, რომლებიც საჭიროა უკრაინის არმიის გასაძლიერებლად.