მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

WHO: ჩინეთი მალარიისგან თავისუფალია

30 მილიონი შემთხვევიდან ნულამდე, ჩინეთი მალარიისგან თვისუფალია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინეთს მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა.

„ვულოცავთ ჩინელ ხალხს ქვეყნის მალარიისგან გათავისუფლებას. მათ წარმატებას ათწლეულების განმავლობაში მიზანმიმართული და მუდმივი მოქმედების შემდეგ მიაღწიეს,“- განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა.

ჩინეთი არის პირველი ქვეყანა ჯანმო-ს დასავლეთ წყნარი ოკეანის რეგიონში, რომელსაც მალარიისგან თავისუფალი სერტიფიკატი მიენიჭა.

შეგახსენებთ, 1940-იან წლებში ჩინეთში ყოველწლიურად მალარიის დაახლოებით 30 მილიონი შემთხვევა დასტურდებოდა. შემდეგ კი, მთავრობის მუშაობის შედეგად, შემთხვევებმა თანდათან კლება დაიწყო და 1990-იან წლებში შემთხვევების რაოდენობა ყოველწლიურად 117 000-მდე, დაღუპულთა რაოდენობა კი 95%-ით შემცირდა.