მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზელენსკი: დემოკრატიულ ინსტიტუტებზე თავდასხმას მკაცრად ვგმობთ

უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებულ შტატებში 6 იანვარს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. 

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მკაცრად გმობს იმ ძალადობას, რომელიც ვაშინგტონში მოხდა.

„ჩვენ მკაცრად ვგმობთ მსოფლიოში უდიდესი დემოკრატიული ინსტიტუტის, აშშ-ის კონგრესის წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას. შტურმის შემდეგ, რამდენიმე საათში გამართულ ისტორიულ, ერთობლივ სხდომაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა ამერიკელი ხალხის ნება“, - წერს ზელენსკი „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე.

ინფორმაციისთვის, 6 იანვარს აშშ-ში კონგრესმენების მიერ საარჩევნო ხმების დათვლასა და გადამოწმებას ტრამპის მომხრეების პროტესტი მოჰყვა.

დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ და პროცესი შეაფერხეს.

კონგრესში მიმდინარე სხდომა შეჩერდა. ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შენობიდან ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის ევაკუაცია განხორციელდა, სადაც მან სპეციალური სხდომა გახსნა.

✔️ კონგრესმა ჯო ბაიდენის გამარჯვება დაამტკიცა

✔️ „ბაიდენმა არჩევნები მოიგო და შედეგების შეცვლა წარუმატებელი იქნება“ - კინზინგერი