მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზელენსკიმ რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის პირობა დაასახელა

უკრაინის პირველი პირი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის პირობა დაასახელა. მისი განცხადებით, სახელმწიფოებს შორის კომუნიკაცია ანექსირებული ყირიმის უკრაინის შემადგენლობაში დაბრუნების შემთხვევაში დაიწყება.

"ყირიმის დაბრუნების გარეშე არ იქნება ნორმალური კომუნიკაციის შესაძლებლობა, გულწრფელი და მეგობრული ურთიერთობა უკრაინელ და რუს ხალხს შორის”, - განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის ლიდერმა გამოთქვა რწმენა, რომ ყირიმის ნახევარკუნძული კვლავ უკრაინის ნაწილი იქნება.

”არ ვიცი, რამდენი წელი დასჭირდება ამ ურთიერთობის დაბრუნებას. ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს",-აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.