მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჟენევაში ქართველებმა და უკრაინელებმა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ აქცია გამართეს

აქცია ჟენევაში

შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში, სადაც დღეს აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების, ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა მიმდინარეობს, ქართველების და უკრაინელების საპროტესტო აქცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელებში ვრცელდება.

აქციის მონაწილეები საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას აპროტესტებდნენ.

„შეაჩერეთ რუსეთის აგრესია!“ „აფხაზეთი საქართველოა!“ „დონბასი უკრაინაა!“. ეს პლაკატები ჰქონდათ აქციის მონაწილეებს.

ცნობისთვის, ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად უკრაინაში და მის გარშემო განვითარებული მოვლენებიც იქნება განხილული.

იხილეთ აგრეთვე:

🔅 პუტინი: რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებში დაგროვდა საკითხები, რომელიც უმაღლეს დონეზე შეხვედრას საჭიროებდა

🔅 ჟენევაში ბაიდენისა და პუტინის შეხვედრა დაიწყო