მამუკა მდინარაძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა რომ, უმრავლესობა კიდევ ერთხელ შეიკრიბება და ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე იმსჯელებენ.
მამუკა მდინარაძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა რომ, უმრავლესობა კიდევ ერთხელ შეიკრიბება და ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე იმსჯელებენ.
პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე რეგლამენტში შესატანი ცვლილებები მეორე მოსმენით დამტკიცდა.
რეგიონული სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვია.
მიზანი, რომელსაც ჩვენ ვისახავთ, რომ სახელმწიფო საწარმოების მართვა იყოს კორპორატიული მართვის საუკეთესო პრაქტიკების და მაგალითების დონეზე, ეს არ არის მხოლოდ ჩვენი სურვილი, ეს არის აუცილებლობა, გამოწვეული იმ ეკონომიკური მდგომარეობით, რომელშიც დღეს ქვეყანა იმყოფება და რომელსაც გლობალური ეკონომიკური კრიზისი ჰქვია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ჩვენ დღეს უნდა ვიმსჯელოთ, ეხება საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში გარკვეული ცვლილებების შეტანას. უკვე ყველა ტექნიკური სამუშაო დასრულებულია და გამზადებულია მთავრობის დადგენილება, რომ განათლების სამინისტროდან გამოიყოს კულტურა, სპორტი და ამას დაემატება ახალგაზრდობის მიმართულება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების ცნობასთან დაკავშირებით ერთი წლის თავზე კვლავ ხდება საკითხის დაყენება. ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებთან, დეპუტატების გარკვეულ ჯგუფებთან ერთად, ჩვენ ვაპირებთ კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ მათი უფლებამოსილების საკითხი.
რაც ყველაზე მთავარია ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი არგუმენტები მათ შორის, არა მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიები არამედ, ადამიანის უფლებათა დარღვევები, რომელსაც ადგილი აქვს, ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება, რომელთა ძვრა ჯერ-ჯერობით არ არის“, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ქართული დელეგაციის წარმომადგენელმა, კახა კუჭავამ განაცხადა.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს 49 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავენ.
საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში გამართულ ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო, სადაც ეუთოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე და მისი გამკლავების გზებზე იმსჯელეს.
„ყველა გამარჯვება რომელიც ჩვენმა გუნდმა, მოიპოვა ამ წლების განმავლობაში, ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა. 2012 წლის 1-ლი ოქტომბერი არ შედგებოდა ბატონი ბიძინას გარეშე. ყველა საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ჩვენმა გუნდმა მოიგო, რა თქმა უნდა, არის ბატონი ბიძინას დამსახურება“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რადიო „იმედში“ გადაცემა „კვირის პოლიტიკაში“ სტუმრობისას განაცხადა.
თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კიდევ ერთხელ შეეხო ჯარის კვების საკითხზე ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გაჟღერებულ კრიტიკას და აღნიშნა, რომ თავდაცვის ძალებში კვების ხარისხი მკაცრად კონტროლდება და ეს ბრალდებები სრულად მოკლებულია საღ აზრს.
საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე პრეზიდენტი, ირაკლი კობახიძე, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს შეხვდა.
მალტის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის კოტე სურგულაძე ინფორმაციით, მალტის შესაბამის უწყებებს ვაქცინების საკითხზე კომუნიკაცია აქვთ საქართველოს საელჩოსთან და ამ საკითხზე სხვა წყაროებიდან გავრცელებული ცნებები არ არის სანდო.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჯარის მიმართ ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
„არასასურსათო ვაჭრობა, ქსელური მაღაზიები და მოლები ის სექტორია, რომელსაც ჩვენ ყველაზე პირველებს ვხსნით“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ეკონომიკური გუნდის, ეპიდემიოლოგებისა და პროფილური ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარის შალვა ნათელაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა.
„სამწუხაროდ 21-ე საუკუნის საქართველოს ოპოზიციაში გრძელდება ადამიანთა ექსპლუატაცია, მათ ვერ შეძლეს სააკაშვილისგან გათავისუფლება, რომელიც დიდი ხანია ჩამოლაბორანტებულ პოლიტიკოსს წარმოადგენს, როგორც ჩანს მოქმედ ოპოზიციასაც იგივე მოელის“, - ამის შესახებ „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.