მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

11 კარავი პარლამენტთან - ოპოზიციის პროტესტი გრძელდება

კარვის გაშლა აქციაზე პარლამენტთან

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, ოპოზიციის აქცია კვლავ გრძელდება. 

აქცია-კონცერტი გუშინ გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. სამოქალაქო აქტივისტები კარვებში იმყოფებოდნენ.

გზის სავალ ნაწილზე აქტივისტებმა კარავი გუშინ დღისით დადგეს. სამართალდამცველებმა მათ რამდენჯერმე მოუწოდეს გაეთავისუფლებინათ გზის სავალი ნაწილი, საკითხს მცირე შელაპარაკებაც მოჰყვა.

აქტივისტები პარლამენტთან ამ დრომდე რჩებიან. ადგილზე ამ ეტაპისთვის 11 კარავია გაშლილი.

ისინი მოთხოვნების (რურუას და მელიას გათავისუფლება, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები) დასაკმაყოფილებლად, ხელისუფლებას ორკვირიან ვადას აძლევენ.

ინფორმაციისთვის, აქციის ორგანიზატორებმა საკანონმდებლო ორგანოსთან 10-მდე კარავი გაშალეს.

აქციები 2 მარტიდან - 13 მარტის ჩათვლით ეტაპობრივად გაიმართება.

2 მარტს - პარლამენტის შენობის პიკეტირება

მარტს - კანცელარიის შენობის პიკეტირება

9 მარტს - აქციას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან

11 მარტს - აქცია სასამართლოსთან

13 მარტს - მარში და აქცია თავისუფლებისთვის პარლამენტთან

იხილეთ აგრეთვე:

ოპოზიცია 2 მარტს პარლამენტის და 5 მარტს კანცელარიის პიკეტირებას გეგმავს

ერთიანი ოპოზიციური პარტიები აქციაზე საერთო განცხადებას აჟღერებენ

„პარლამენტის წინ არ გაჩერდნენ დიდხანს, სადაც სივრცეს ვერ ავსებენ და მათი სიმცირე კარგად ჩანს“ - ნიკოლოზ მჭედლიშვილი ოპოზიციის აქციაზე