მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

16 იანვარს „ქართული ოცნება“ ყრილობას გამართავს

ქართული ოცნება

ხვალ, 16 იანვარს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ყრილობას გამართავს. 

როგორც „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ყრილობა 14:00 საათზე საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ გაიმართება.

როგორც ცნობილია ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძის კანდიდატურას დაუჭერენ მხარს. პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე კობახიძის კანდიდატურაა წარდგენილი.

ნფორმაციისთვის, 11 იანვარს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა თავის ვრცელ წერილში განაცხადა, რომ პარტიულ საქმიანობას წყვეტს და პოლიტიკური ასპარეზიდან მიდის.

მას შემდეგ რაც ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა, მმართველ გუნდში მის ადგილმონაცვლედ ირაკლი კობახიძის კანდიდატურა წარადგინეს.

„ქართულ ოცნებაში“ მიიჩნევენ რომ კობახიძე კარგი ლიდერია.

16 იანვარს მმართველი გუნდი ყრილობას გამართავს, სადაც კობახიძის კანდიდატურას დაამტკიცებენ. ქვეყნის მასშტაბით „ქართული ოცნების“ ყრილობას 400-მდე დელეგატი დაესწრება.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „როგორ წარმოგიდგენიათ კალაძე დარჩება კობახიძის პარტიის გენერალურ მდივნად?“ - ბესელია