მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

200-ლარიანი დახმარების მისაღებად განაცხადის წარდგენის ვადა 20 თებერვალს იწურება

200-ლარიანი დახმარება

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მოსახლეობისთვის სოციალური დახმარებების მისაღებად განაცხადების მიღება 20 თებერვლამდე გაგრძელდება, ხოლო 28 თებერვლიდან დაიწყება თანხის გაცემა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

მისი თქმით, დახმარების მისაღებად განაცხადი უკვე 45 000-მა მოქალაქემ შეავსო.

„20 თებერვლამდე გაგრძელდება იმ მოქალაქეების განაცხადების მიღება, რომლებმაც პანდემიის მეორე ტალღის შედეგად დაკარგეს სამსახური. 28 თებერვლიდან დაიწყება უკვე ფინანსური დახმარების გაცემა, რომელიც შეადგენს ჯამში 1200 ლარს, 6 თვის განმავლობაში. ასეთი ჩვენს პორტალებზე 45 000 განაცხადია ატვირთული“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

👉 ინფორმაციისთვის, მოქალაქეებს, რომლებმაც ოფიციალური სამსახური კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღის დროს დაკარგეს, მთავრობა 6 თვის განმავლობაში, კომპენსაციის სახით, 6 თვის განმავლობაში 200 ლარს ჩაურიცხავს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

300 ლარიანი დახმარება - როგორ უნდა მოიქცეთ კომპენსაციის მისაღებად?

ვინ მიიღებს ყოველთვიურ 200 ლარიან დახმარებას?

ვინ მიიღებს მთავრობისგან 100-ლარიან დახმარებას?