მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

24-25 ნოემბერს, რეგიონული კონფერენცია ,,ემიგრაცია და დიასპორის ჩართულობა კერძო სექტორის განვითარებაში“ გაიმართება

ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს საგარო საქმეთა სამინისტრო,

მიმდინარე წლის 24-25 ნოემბერს, ონლაინ ფორმატით ჩატარდება კერძო სექტორის განვითარებაში დიასპორის ჩართულობის შესახებ პირველი რეგიონული კონფერენცია. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს საგარო საქმეთა სამინისტრო, როგორც მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის წევრი იუწყება, და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM), საქართველოს მისია, რეგიონული კონფერენცია ჩატარდება ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში.

მათივე ცნობით, ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება დიასპორის მონაწილეობით სავაჭრო-საინვესტიციო კავშირების გაძლიერებაზე, კერძო სექტორის განვითარებაში ემიგრანტების ჩართულობის ხელშეწყობის გზებზე და ამ მიმართულებით სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებაზე.

სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ დიასპორასთან ურთიერთობების განვითარებასა და მიგრაციის პოლიტიკის შემუშავებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ინსტიტუციების წარმომადგენლები, ექსპერტები და სხვა დაინტერესებული მხარეები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან, რუმინეთიდან, ბულგარეთიდან, შვეიცარიიდან, პოლონეთიდან, ახალი ზელანდიიდან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან. ღონისძიების მონაწილეები განიხილავენ დიასპორის ჩართულობის წარმატებულ ნიმუშებს, მიგრაციის მართვისა და პოლიტიკის ინსტიტუციურ სტრუქტურებს, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს.

რეგიონული კონფერენციის დღის წესრიგი ითვალისწინებს მაღალი დონის პანელს საქართველოს საგარე საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ კონსტანტინიდის მოდერაციით და შემდეგ სამ თემატურ სესიას:

1) ვაჭრობის, პროფესიული ქსელებისა და ბიზნესის განვითარებაში დიასპორის ჩართულობა;

2) მიგრანტთა დაბრუნების ხელშეწყობა შრომის ბაზრის მოთხოვნების საპასუხოდ;

3) დიასპორული ინვესტიციებისა და სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობა.

გარდა ძირითადი თემატური სესიებისა, კონფერენციის დღის წესრიგი მოიცავს ფასილიტირებულ დისკუსიას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა დიასპორასთან ურთიერთობების განვითარების გამოცდილება, გლობალური პანდემიის გავლენა და ცალკეული სახელმწიფოების საპასუხო ქმედებები, დიასპორის ჩართულობის გასაძლიერებლად რეგიონული თანამშრომლობის შესაძლებლობები და.ა.შ

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც აღმოსავლეთ პარტნიორობის და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების წარმომადგენლები ერთობლივად განიხილავენ კერძო სექტორის განვითარებაში დიასპორის ჩართულობის შესაძლებლობებს და გამოხატავენ ინტერესს ამ მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის შესახებ.

რეგიონული კონფერენციის დასრულების შემდეგ, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციისა (IOM) და საქართველოს სახელმწიფოს ერთობლივი ძალისხმევით მომზადდება ნიადაგი კონფერენციის შედეგების საერთაშორისო პლატფორმაზე წარსადგენად.

IOM-ისა და საქართველოს ინიციატივით, მიგრაციისა და განვითარების გლობალურ ფორუმის (GFMD) 2021 წლის სამიტის ფარგლებში შეიქმნება დისკუსიის ახალი ფორმატი, რომელიც მთლიანად დაეთმობა კერძო სექტორის განვითარებაში დიასპორის მონაწილეობას და ზემოაღნიშნული რეგიონული კონფერენციის შედეგების განხილვას. ფორუმი ჩატარდება GFMD-ის ერთ-ერთი პლატფორმის - TheGFMDBusinessMechanism ფარგლებში.​