მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არა-სააკაშვილს, არა-ბოკერიას, არა-ვაშაძეს, არა-ნაცმოძრაობას და არა ნაცმოძრაობის ნამსხვრევებს“ - 29 ოქტომბერს ქუთაისში მსვლელობა გაიმართება

ქუთაისში კორონავირუსი 3 პირს დაუდასტურდა

„არა-სააკაშვილს, არა-ბოკერიას, არა-ვაშაძეს, არა-ნაცმოძრაობას და არა ნაცმოძრაობის ნამსხვრევებს“, - ამ ლოზუნგით ხვალ, 29 ოქტომბერს ქუთაისში მსვლელობა გაიმართება.

გავრცელებული ინფორმაციით, მსვლელობა პოლიტიკოსების - მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, პოლიტიკური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ გაიამრთება.

„არა-სააკაშვილს, არა-ბოკერიას, არა-ვაშაძეს, არა-ნაცმოძრაობას და არა ნაცმოძრაობის ნამსხვრევებს. სწორედ ამიტომ ხვალ, 29 ოქტომბერს ქალაქ ქუთაისში, წერეთლის 18 ნომერში, 5 საათზე დაიწყება მსვლელობა, შემოგვიერთდით! ყველა ერთად დავდგეთ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, რათა ერთად შევძახოთ „ქუთაისი ნაცების გარეშე“, - აღნიშნულია „ჩვენი ქუთაისისთვის“ ფეისბუკ გვერდზე.