მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„აბსოლუტურად სცილდება ყოველგვარ ზნეობრივ და მორალურ ქმედებას“ - „ევროპელი სოციალისტები“ ბათუმის ინციდენტზე

ევროპელი სოციალისტები - ფრიდონ ინჯია

პოლიტიკური პარტია  „ევროპული სოციალისტების“ წევრები კატეგორიულად გმობენ ბათუმში, ევროპის მოედანზე მომხდარ ინციდენტს.

პარტიის წევრების განცხადებით, მომხდარი არის უხამსი, მიუღებელი ფაქტი, რომელიც აბსოლუტურად სცილდება ყოველგვარ ზნეობრივ და მორალურ ქმედებას.

„მიგვაჩნია, რომ ეს არის უხამსი, მიუღებელი ფაქტი, რომელიც აბსოლუტურად სცილდება ყოველგვარ ზნეობრივ და მორალურ ქმედებას. ეს არის ადამიანის უფლებებისა და ღირსების შელახვის სამარცხვინო ფაქტი“ – ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში“, - აცხადებენ „ევროპელი სოციალისტები“.

„ევროპელი სოციალისტები“ მიიჩნევენ, რომ ბათუმში მომხდარი ინციდენტი საჭიროებს მკაცრ რეაგირებას შესაბამის უწყებების მხრიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მსგავსი ფაქტების უგულებელყოფა ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს.

„აუცილებელია, მოხდეს მკაცრი რეაგირება ბათუმში მომხდარ ინციდენტთან მიმართებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი უგულებელყოფა ქვეყანას უმძიმეს შედეგს მოუტანს. „ევროპელი სოციალისტების“ უმთავრესი მიზანია, ავაშენოთ დემოკრატიული, თავისუფალი სახელმწიფო, სადაც ადამიანის უფლებების დაცვა არის უზენაესი და ვერც ერთი დემოკრატიული ძალა ვერ შეეგუება ჩვენს ქვეყანაში მსგავსი ფაქტების წახალისებას “ - ნათქვამია განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, 23 იანვარს, აჭარის უმაღლესი საბჭოს უპარტიო წევრი ირაკლი ჩავლეიშვილი ბათუმის ბულვარის დამცველთა საპროტესტო აქციაზე მივიდა, სადაც მათ მოძრაობა „ალტერნატივას“ აქტივისტებმა „მოღალატე“ ეძახეს და ბოლოს ერთ-ერთმა აქტივისტმა მას თავზე ნაგავი გადააყარა.