მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აჭარის ჯანდაცვის მინისტრად ნინო ნიჟარაძე დაინიშნა

აჭარის ჯანდაცვის ახალი მინისტრი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ზაალ მიქელაძეს ნინო ნიჟარაძე შეცვლის, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე იყო.

„მან განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ბოლო პერიოდში COVID-19-თან ბრძოლაში. ის ნამდვილი პროფესიონალია“, - აღნიშნა მინისტრის დანიშვნის ღონისძიებაზე აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ.

ზაალ მიქელაძე აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პოსტს 2016 წლის დეკემბრიდან იკავებდა. იგი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება.