მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ადამ კინზინგერი: პირდაპირ ეთერში ვუყურე ამ დარბევას, ძალიან შეშფოთებული ვარ

კონგრესმენი აშშ-ში

„ძალიან შემაშფოთებელია საქართველოს მთავრობის ქმედება. ამ რთული სიტუაციიდან გამომდინარე, მოვუწოდებ მთავრობას, თავი დაანებოს ამ დრამატულ ქმედებას. ჩვენ ყველანი გაკვირდებით. “ წერს ამერიკელი კონგრესმენი ადამ კიზინგერი ტვიტერში. 

„პირდაპირ ეთერში ვუყურე ამ დარბევას. მე, როგორც საქართველოს კომიტეტის თანათავმჯდომარე, ძალიან შეშფოთებული ვარ. ახლახანს შემოვიტანეთ საქართველოს მხარდაჭერის აქტი.“ - აცხადებს კიზინგერი.

ინფორმაციისთვის, 23 თებერვალს, 07:30 საათზე „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში სამართალდამცველები გამოჩნდნენ. მათ მალე სპეცრაზმი, სახანძრო და სამაშველო ჯგუფები შეუერთდნენ.

სამართალდამცველებმა მოქალაქეებს მოუწოდეს გაეთავისუფლებინათ პარტიის შენობა, უარის შემდეგ კი შენობაში შევიდნენ. შენობის ალყის შემდეგ საპოლიციო ძალები ყველა სართულზე განლაგდნენ.

სამართალდამცველებმა, დაახლოებით 09:00 საათზე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია დააკავეს.

ნიკა მელიას მხარდამჭერები პარტიის ოფისთან ამ დრომდე რჩებიან.

აგრეთვე, წაიკითხეთ:

🔴 ნიკა მელია დააკავეს - ვიდეო

🔴 ირაკლი ღარიბაშვილმა შს მინისტრს მადლობა გადაუხადა

🔴 „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში სპეცოპერაციისას 21 პირი დააკავეს