მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„აღარ უნდა მივრბოდეთ დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან და ვეხვეწებოდეთ რამენაირად დაგვალაპარაკე იმიტომ, რომ ველურები ვართ და ვერ ველაპარაკებით“ - ვაშაძე

ნაციონალური მოძრაობის წევრი, 2020

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ საკუთარი განცხადების მიზნებსა და მიზეზებზე ისაუბრა.

მისი თქმით, თუკი ოპოზიციური პარტიები არ შევიდნენ მოლაპარაკებაში, ვერ გაიგებენ ეს დამთავრდება წარმატებით თუ წარუმატებლად.

„ვსინჯოთ, თუ არ შევედით მოლაპარაკებებში, ვერც იმას გავიგებთ, ეს დამთავრდება წარმატებით თუ წარუმატებლად. ჩვენ ჩვენი მოთხოვნები გვაქვს, ხელისუფლება გვეუბნება ნორვეგიაში და შვეიცარიაში ცხოვრობთ და იქაური არჩევნები ჩავატარეთო.

გამოსავალი რა არის აქედან? ხელისუფლების თურქმენიზაცია და ოპოზიციის მარგინალიზაცია? ასე წარმოგვიდგენია ამ სახელმწიფოს მომავალი?“- დასძინა გრიგოლ ვაშაძემ.

როგორც მან აღნიშნა, მოლაპარაკების წარმატებით დასრულება იზომება ისეთი ხელისუფლების და პარლამენტის შექმნით, რომელიც სრულიად დააკმაყოფილებს იმ აღშფოთებული ადამიანების აზრს, რომლებიც ქუჩაში დგანან.

„საზოგადოებამ უნდა მოვნახოთ ამ სიტუაციიდან გამოსავალი. ქართველები აღარ უნდა მივრბოდეთ ჩვენი მთავარი მოკავშირეების დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან და ვეხვეწებოდეთ მათ ხელმძღვანელებს, რამენაირად ერთმანეთთან დაგვალაპარაკე იმიტომ, რომ ველურები ვართ და ერთმანეთს ვერ ველაპარაკებით. ეს უკვე კატასტროფაა“, - აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ სატელევიზიო ეთერში საუბრისას.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

👉 გრიგოლ ვაშაძის განცხადება