მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„აქ იქნება „გირჩის“ სამეფო“ - ვახო მეგრელიშვილი პარლამენტზე

ვახო მეგრელიშვილი პარლამენტში

„გირჩის“ წვერის ვახო მეგრელიშვილის განცხადებით, პარტიის დეპუტატები ფაქტობრივად, წინასაარჩევნო კამპანიას იწყებენ და ამისთვის პარლამენტში იმუშავებენ, სადაც მათი სამეფო იქნება.

„ფაქტობრივად, ჩვენ ვიწყებთ წინასაარჩევნო კამპანიას. ეს არის ჩვენი საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი ფორმა. ორი ოფისი გვაქვს, ერთი აქ და მეორე აგერ რამდენიმე ასეულ მეტრში.

ოპოზიცია მიდის რეგიონებში საარჩევნო კამპანიისთვის, ჩვენ არც რესურსი გვაქვს მაგისთვის, არც რეგიონებში სიარულის სურვილი, ამიტომ საპარლამენტო რესურსს გამოვიყენებთ მომავალი არჩევნებისთვის, რომელიც უნდა იყოს ეს, რიგგარეშე თუ ადგილობრივი“, - აღნიშნა ვახო მეგრელიშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე.

ჟურნალისტის კითხვაზე, ნიშნავს ეს თუ არა, რომ „გირჩი“ პარლამენტის ოფისად გამოყენებას აპირებს, ვახო მეგრელიშვილმა უპასუხა, რომ საკანონმდებლო ორგანოში პარტიის სამეფო იქნება.

„აქ იქნება ჩვენი, „გირჩის“ სამეფო“, - აღნიშნა მეგრელიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „გირჩმა“ შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს ხელი მოაწერა.

ევროპელმა მედიატორებმა საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას, მოლაპარაკების მიღწევის მიზნით, ახალი დოკუმენტი 18 აპრილს შესთავაზეს.

მასში, კრისტიან დანიელსონის წინადადებისგან განსხვავებით, ნახსენებია რიგგარეშე არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხები.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წინადადებით, ვადამდელი არჩევნები საქართველოში 2022 წელს უნდა დაინიშნოს იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივ არჩევნებში „ქართული ოცნება“ პროპორციული სისტემით ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „გირჩი“: დაველოდებით „ქართული ოცნების“ ხელმოწერას დოკუმენტზე ან ჩვენი რომელიმე მოთხოვნის შესრულებას

👉 „პარლამენტის შენობიდან უფრო მარტივი გვგონია „ქართული ოცნების“ შეწუხება“ - იაგო ხვიჩია

👉 „გირჩის“ წევრებმა შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს ხელი მოაწერეს