მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აქციის მონაწილეები კარავს გზის სავალ ნაწილზე შლიან

კარავი

ოპოზიციის მხარდასაჭერი აქციის მონაწილეთა ნაწილი პარლამენტთან რჩება და კარავს გზის სავალ ნაწილზე შლის.

სამართალდამცველებმა მათ მიუთითეს, რომ არ ჰქონდათ მოძრაობის შეფერხების უფლება და „გონივრულ ვადაში“ კარავი უნდა დაეშალათ.

ოპოზიციის ლიდერების თქმით, კარვებში იქნება ცხელი ყავა, ჩაი, გათბობა და სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება, ღამე კარავში გაათენოს.

ამის შემდეგ, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აღნიშნავს, რომ თუ კარვები არ დაეტევა, მხოლოდ მაშინ გადაიტანენ გზის სავალ ნაწილზე.

„ჩვენ ვმსჯელობთ მართლზომიერებაზე და არა კანონიერებაზე, ეს პოლიცია, ხელისუფლება 23 თებერვლის შემდეგ საერთოდ არ უნდა საუბრობდეს კანონიერებაზე, ამისი მორალური და კანონიერი უფლება არ აქვს. პარტიების პოზიციები არის, რომ კარვები იდგეს აქ და თუ არ დაეტევა, მაშინ გადავიდეს გზის სავალ ნაწილზე. ახლა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს კარავი გადავდგათ. ბათუმიდან, ქუთაისიდან და ზუგდიდიდან უნდა დაგვემატოს კიდევ კარვები და შევხედავთ, როგორ იქნება ეს ყველაფერი ორგანიზებული. რამდენი ადამიანი იქნება. თუ ბევრია ადამიანია, ხომ არ გავყინავთ? მერე მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

ინფორმაციისთვის, დღეს ოპოზიციური პარტიის წევრებმა ფილარმონიიდან პარლამენტის შენობასთან მსვლელობა გამართეს.

ისინი ნიკა მელიას გათავისუფლებას და ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ.

აქციის ორგანიზატორებმა საკანონმდებლო ორგანოსთან 10-მდე კარავი გაშალეს.

აქციები 2 მარტიდან - 13 მარტის ჩათვლით ეტაპობრივად გაიმართება.

2 მარტს - პარლამენტის შენობის პიკეტირება

მარტს - კანცელარიის შენობის პიკეტირება

9 მარტს - აქციას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან

11 მარტს - აქცია სასამართლოსთან

13 მარტს - მარში და აქცია თავისუფლებისთვის პარლამენტთან

იხილეთ აგრეთვე:

„თავისუფლებისთვის“ - ფილარმონიიდან ოპოზიციის აქცია- მსვლელობა დაიწყო

„30 თუ 40 ათასი ლარის გამო ქვეყანა დაანგრიეს, ღირდა ამად?“ - ეკა ბესელია+

გაერთიანებული ოპოზიციის აქციამ პარლამენტიდან კანცელარიისკენ გადაინაცვლა