მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ალეკო ელისაშვილი: არ გამოვრიცხავ, რომ გიორგი ვაშაძეს აშანტაჟებენ

პარტია მოქალაქეების ლიდერი

ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ არ გამორიცხავს „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარეზე გიორგი ვაშაძეზე შანტაჟი ხორციელდებოდეს, რის გამოც იგი პარტია „მოქალაქეებისა“ და „გირჩის“ პოზიციას არ იზიარებს. 

„არ გამოვრიცხავ, რომ გიორგი ვაშაძეს აშანტაჟებენ. „გირჩის“ წევრები, ვახო მეგრელიშვილიცა და იაგო ხვიჩიაც გვეუბნებოდნენ, რომ მათ შეხვდნენ და თანახმა იყვნენ ჩვენს იდეაზე, რომ თვითმმართველობის არჩევნები პლებისციტად მივიჩნიოთ. პრინციპში საათების დაზუსტებაზე მიდიოდა საუბარი, როცა გამოვიდა და განაცხადა, რომ არ შეგვხვდება.

ეს იმდენად აჩენს ეჭვებს, რომ არ გამოვრიცხავ აშანტაჟებდნენ. მაშინ ახსნას, რატომ გვხვდებოდა გუშინ და დღეს რატომ გადაიფიქრა. პოზიცია 24 საათში 180 გრადუსით შეცვალა. ეს არის აუხსნელი“, - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა სატელევიზიო ეთერში საუბრისას.

მისი თქმით, გულდასაწყვეტი იქნება, რომ გიორგი ვაშაძეს ვიღაც პოზიციის შეცვლას აიძულებდეს.

👉 შეგახსენებთ, რომ პარტია „მოქალაქეებსა“ და „გირჩს“ მმართველ გუნდთან მოლაპარაკების მე-5 რაუნდთან დაკავშირებით სხვა პარტიებისგან განსხვავებული პოზიცია აქვთ.

👉 მათი თქმით, ოპოზიცია ხელისუფლებასთან საარჩევნო კოდექსის ცვლილებისა და თვითმმართველობის არჩევნების პლებისციტად მიჩნევის საკითხზე უნდა შეთანხმდეს, რასაც დანარჩენი პარტიები არ იზიარებენ.