მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ალეკო ელისაშვილი: მართლმსაჯულება თუ შეიცვლება, პარლამენტში კი არა კოცონში შევალ სიმღერით 

პარტია

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ოპოზიციის მოთხოვნა უცვლელია - გაიმართოს რიგგარეშე არჩევნები, შეცვლილი საარჩევნო კოდექსით და განახლებული საარჩევნო ადმინისტრაციით. 

გარდა ამისა, ცალკეული ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მართლმსაჯულების სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით, აღქმული იყო როგორც კომპრომისი, რომ ისინი პარლამენტში შევიდოდნენ.

თუმცა, ალეკო ელისაშვილის თქმით, ამ საკითხზე მხოლოდ ოპოზიცია საუბრობს, სახელისუფლებო პარტია კი, დუმს.

„მართლმსაჯულების სისტემის შეცვლაზე მხოლოდ ოპოზიცია ლაპარაკობს. ხელისუფლებას საერთოდ არ უხსენებია. მართლმსაჯულება თუ შეიცვალა, პროკურატურა თუ შეიცვალა, არჩევნები თუ კარგად ჩატარდა, პარლამენტში კი არა, დანთებულ კოცონში შევალ სიმღერით“,- აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

🔘როდის შეიკრიბება მე-10 მოწვევის პარლამენტი?

🔘რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია მანდატებზე უარს იტყვის?