მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ალეკო ელისაშვილი: ნუ ვახურდავებთ ძალიან დიდ, მართლა რევოლუციურ ცვლილებებს თამარ ჟვანიამდე

მოქალაქეების ლიდეირ

„ნუ ვახურდავებთ ძალიან დიდ, მართლა რევოლუციურ ცვლილებებს და რეფორმებს თამარ ჟვანიამდე. ისეთი რეფორმა მოხდება, რომ ჟვანია კი არა, იოზეფ გებელსი რომ დანიშნო ცესკოს თავმჯდომარედ, ისიც ვერ აურევს ვერაფერს“,- ასე პასუხობს პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ჟურნალისტის კითხვას, თამარ ჟვანიას თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით.

ელისაშვილის თქმით, რეფორმების გატარების შემდეგ, საარჩევნო ადმინისტრაცია გამართულად იმუშავებს და თვითმმართველობის არჩევნებამდე, ჟვანია თავად მიიღებს გადაწყვეტილებას თანამდებობის დატოვების შესახებ.

„ისეთი გამართული იქნება ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციაც, საოლქო კომისიებიც, საუბნო კომისიებიც, ვერავინ ვერაფერს გააფუჭებს, თუმცა მე მე რატომღაც მგონია და დარწმუნებული ვარ, რომ თამარ ჟვანია თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას თვითმმართველობის არჩევნებამდე. ვფიქრობ, მას თავად ექნება დისკომფორტი პოსტზე დარჩენის შემთხვევაში“,- განაცხადა ელისაშვილმა.

აგრეთვე იხილეთ:

📌„ნაცმოძრაობა“ იყო და რჩება მავნებელ პოლიტიკურ ძალად“ - ელისაშვილი