მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ალეკო ელისაშვილი ოპოზიციასთან კონსულტაციებს იწყებს

პარტია

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი პოლიტიკურ კონსულტაციებს იწყებს. 

ელისაშვილის თქმით ოპოზიციურ პარტიებთან დიალოგი იგეგმება.

როგორც სტრატეგია აღმაშენებლის წევრმა თაკო ჩარკვიანმა აღნიშნა, „ელისაშვილი შევიდეს პარლამენტში და დაწყნარდეს“.

„შევიდეს და დაწყნარდეს. არ მეგულება არავინ ისეთი ოპოზიციურ პარტიაში ვისაც გადაარწმუნებს ელისაშვილი. გამოჩნდეს სავარაუდო თარიღი ახალი არჩევნებისა, რომელზეც საუბარს დავიწყებთ. აი გამოსავალი. უკვე ამ თარიღთან მიმართებაში ვისაუბროთ საარჩევნო სისტემაში“, - განაცხადა ჩარკვიანმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ინფორმაციისთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 1 %-იანი ბარიერი 8 ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა, თუმცა არცერთი მათგანი საკანონმდებლო ორგანოში არ შედის. პარლამენტში მხოლოდ „პატრიოტთა ალიანსის“ საპარლამენტო სიის 4 დეპუტატი შევიდა, რომლებიც აღნიშნული პარტიიდან გამოვიდნენ და თავისი პარტია „ევროპელი სოციალისტები“ ჩამოაყალიბეს. ოპოზიციური პარტიები არჩევნების გაყალბებაზე საუბრობენ და სადეპუტატო მანდატებზე უარს ამბობენ.