მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ალეკო ელისაშვილი: რურუას საკითხს პარლამენტში დავაყენებთ

პარტია

„ჩვენ რურუას საკითხს უკვე პარლამენტში დავსვამთ“, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა სატელევიზიო ეთერში სტუმრობისას განაცხადა. 

მისი თანაგუნდელის ლევან იოსელიანის თქმით, მოლაპარაკებების გაგრძელების რესურსი არსებობს და ამიტომ ოპოზიციამ პარლამენტის ბოიკოტირების რეჟიმი უნდა შეწყვიტოს.

„ვხედავთ, რომ არსებობს რესურსი მოლაპარაკებები გაგრძელდეს და ეს საკითხიც გადაწყდეს. ამიტომ ვთვლით, რომ დანარჩენი ოპოზიცია, ვინც ბოიკოტირებას უცხადებს ამ ეტაპზე მოლაპარაკებას, ყველას არ ეხება, უნდა გადადგან რეალურად ნაბიჯები, გააგრძელონ მოლაპარაკება, დასხდნენ, უნდათ ელჩების თანდასწრებით, უნდათ პირისპირ. ჩვენ ერთიც გავაკეთეთ და მეორეც და დავინახეთ რომ ამას მოჰყვა შედეგი“, - აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

შეგახსენებთ, რომ პარტია „მოქალაქეებსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის შეთანხმება შედგა. შეთანხმების დოკუმენტი საარჩევნო სისტემისა და საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის ცვლილებას ითვალისწინებს.

ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „მოქალაქეები“, შეთანხმების საფუძველზე, საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთვებიან.

აგრეთვე წაიკითხეთ:

რაზე მოაწერეს ხელი „მოქალაქეებმა“ და „ქართულმა ოცნებამ“ - შეთანხმების დოკუმენტი