კომპრომისები სჭირდება ქვეყანას და დიალოგს ალტერნატივა არ აქვს - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისი განცხადებით, ევროპელებს არ ესმით რატომ არ შედის ოპოზიცია პარლამენტში.
„დღეს ძალიან სერიოზული შეხვედრა იყო, ასეთი მეგობრები ჩვენს ქვეყანას 90-ანების დასაწყისში რომ ჰყოლოდა, როგორი კარგი ქვეყანა ვიქნებოდით და ჩვენ არ დაგვატყდებოდა თავს ის რაც ქართველმა პოლიტიკოსებმა ერთმანეთს დაატეხეს უკომპრომისობით.
შეხვედრაზე ძალიან გულახდილი ლაპარაკი იყო და პირდაპირ იყო დაუფარავად მოწოდება, რომ ორივე მხარე უნდა წავიდეს კომპრომისზე.
არ ესმის ევროპელებს, რატომ არ შედის ოპოზიცია პარლამენტში, ასე პირდაპირ, არ ესმით... და კიდევ ბევრი რამ არ ესმით. კომპრომისები და დიალოგი ქვეყანას სჭირდება, დიალოგს ალტერნატივას არ აქვს,“ - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.
მისი თქმით, ორივე მხარე უნდა წავიდეს კომპრომისზე.
როგორც მან აღნიშნა, შარლ მიშელის მიერ გაკეთებული განცხადება მოულოდნელი და დამაბნეველი იყო.
აგრეთვე წაიკითხეთ: 👇
👉 „ვთავაზობ საქართველოს მთავრობას და ოპოზიციას, რომ დღეს საღამოს ჩემი ფასილიტაციით შევხვდეთ ერთმანეთს“
👉 „პრეზიდენტ შარლ მიშელს დავუდასტურეთ ხელისუფლების მტკიცე მზაობა პოლიტიკურ ძალებთან დიალოგისთვის“
👉 „ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველოს მალე ჰქონდეს ვაქცინის დოზებზე წვდომა“
PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 21 აპრილს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.
გურიაში, ქალაქ ოზურგეთში სამი დღის წინ დაკარგული გოგო პოლიციამ იპოვა. ინფორმაცია ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
რუსეთის დიდ ქალაქებში, მათ შორის მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქციები გაიმართა. ინფორმაციას გამოცემა meduza ავრცელებს.
გურიაში, ქალაქ ოზურგეთში, აკაკის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.
თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 61 967 ადამიანს დაუდასტურდა. მონაცემებს worldometers-ი ავრცელებს.
კოჯრის ბავშვთა სახლის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო განცხადებას ავრცელებს.
ცნობილი ქართველი მომღერალი ვახტანგ კიკაბიძე აცხადებს, რომ მას დღესაც კონცერტების ჩასატარებლად რუსეთში და ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის „რესპუბლიკებში“ ეპატიჟებიან.
„როდესაც ჩვენი ოპონენტები ამბობენ, რომ ისინი პარლამენტში არ შემოვლენ და მელიას უპირობო გათავისუფლებას მოითხოვენ, მათ ძალიან კარგად იციან, რომ ეს შეუძლებელია იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ იძლევა არანაირ მექანიზმს ამისთვის. დასავლელ პარტნიორებს არასდროს უთქვამთ, არასდროს მოუწოდებიათ და მით უმეტეს უკარნახიათ, რომ გვემუშავა და გვემოქმედა კანონის საწინააღმდეგოდ,“ - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ხელაშვილმა განაცხადა.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას მამა, ანზორ მელია გავრცელებულ ინფორმაციას, ევროკავშირის მხრიდან ნიკა მელიასთვის გირაოს თანხის გადახდის შესახებ, თავზე ლაფის დასხმას უწოდებს.