მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ალეკო ელისაშვილი: ვისაც არ ადარდებს ხალხის პრობლემები, ნუ შემოვა პარლამენტში

მოქალაქეების ლიდეირ

„ვისაც არ ადარდებს ხალხის პრობლემები, კი ბატონო, ნუ შემოვა პარლამენტში“,- ეს განცხადება ალეკო ელისაშვილმა შარლ მიშელთან პარლამენტში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.“

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის განცხადებით, ქვეყანაში არსებული პრობლემების გადასაწყვეტად, ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს.

„ვისაც არ ადარდებს ხალხის პრობლემები, კი ბატონო, ნუ შემოვა პარლამენტში. ვისაც ადარდებს, რომ ეს გაღატაკებული ქვეყანა წინ წავიყვანოთ, მაშინ პარლამენტში უნდა ვიმუშაოთ. მთავარი პოლიტიკური ორგანო საქართველოს სახელმწიფოში არის პარლამენტი. ამიტომ, კეთილი ინებოს ყველამ, შემოვიდეს, იდეების ჭიდილი გვქონდეს და ვიფიქროთ ყველამ, ეს ღარიბი და ღატაკი ქვეყანა წინ როგორ წავიყვანოთ“,- განაცხადა ელისაშვილმა.

აგრეთვე იხილეთ:

📌არჩილ თალაკვაძე: უკვე ნათელია, ვის სურდა პოლიტიკური კრიზისი და ვინ მუშაობდა რეალურად მის გადასაჭრელად