პოლიტიკა

ალექსანდრე მოწერელია აბაშაში, მარტვილში, ჩხოროწყუში და წალენჯიხაში მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდა

ალექსანდრე მოწერელია
აბაშაში,მარტვილში,
ჩხოროწყუში და
წალენჯიხაში მცხოვრებ
ახალგაზრდებს შეხვდა
10:08 ორშ. 26 ოქტომბერი
დაკოპირებულია

„ქართული ოცნების“ აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟოროტარობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ აბედათში მის სამაჟორიტარო ოლქში შემავალ ახალგაზრდებს შეხვდა. ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

როგორც ცნობილია, კანდიდატმა ახალგაზრდებთან ერთად ოჯალეშის რთველში მიიღო მონაწილეობა.

ასევე სხვადასხვა სახის ღონისძიება გაიმართა , როგორიცაა შემეცნებითი ტური, ღვინის დეგუსტაცია, კანდიდატი ახალგაზრდებს ღვინის კულტურაზე ესაუბრა.

„დღეს მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ აბედათის ისტორიულ ციხე-სიმაგრესთან ახალგაზრდებს შევხვდი, ასევე ერთად ვიმყოფებოდით მონასტრის ეზოში რთველში.

ვისაუბრეთ ღვინის კულტურაზე, რთველის ტრადიციის შესახებ, ღვინის დეგუსტაციაშიც ერთად მივიღეთ მონაწილეობა. გავაცანი ის სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც ამ დარგის განვითარებისთვის არის მიმართული. მევენახეობა და მეღვინეობა ჩვენი ქვეყნისთვის არა მხოლოდ სოფლის მეურნეობის ნაწილია, არამედ ეროვნული თვითმყოფადობისა და ისტორიის ცოცხალი გაგრძელებაა. სანამ ჩვენ გავუფრთხილდებით, გვეყვარება და პასუხისმგებლობით მოვეკიდებით ამ საქმეს, სანამ ახალგაზრდები გააგრძელებენ მევენახეობა-მეღვინეობაში ჩართვას, მანამდე ჩვენს ისტორიას და ჩვენს ხალხს აუცილებლად ექნება საკუთარი მომავალი.

ჩვენ მზად ვართ ახალგაზრდებს პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებაშიც დავეხმაროთ და ინტერესიც გავუღვიძოთ, რომ პატიოსანი შრომა, ვაზის მოვლა, ღვინის წარმოება არამარტო კარგი და ეკონომიკურად შემოსავლიანია, არამედ ეს არის სახალისო, საინტერესო და ღირსეული საქმიანობა“, - აღნიშნა ახალგაზრდებთან შეხვედრაზე ალექსანდრე მოწერელიამ.

კორონავირუსი მსოფლიოში

66 მლნ კოვიდინფიცირებული - პანდემიის გლო...

ამავე მონაცემების თანახმად, იზრდება როგორც გარდაცვლილთა, ასევე, გამოჯანმრთელებულ...
00:08
ელისაშვილის თქმით, ოპოზიციის ბოიკოტი მხოლოდ ფეხების ბაკუნი არ არის. ელისაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცი...
22:17 პარ. 4 დეკემბერი
მარგველაშვილის თქმით, ოპოზიციური სპექტრი რთულ პოლიტიკურ პროცესშია შესული. ამასთან, ექს-პრეზიდენტი ა...
21:45 პარ. 4 დეკემბერი
ცერცვაძის თქმით, ამ ეტაპზე ტიკარაძესთან ნორმალური ურთიერთობა აქვს. „დიახ კმაყოფილი ვარ. ვიცი კრიტიკ...
21:09 პარ. 4 დეკემბერი
გამოცემის ინფორმაციით, საპროტესტო აქციების ინიციატორი მოკლული ინალ ჯაბიევის ოჯახის წევრები და მათი მ...
20:43 პარ. 4 დეკემბერი
გაერთიანებულ სამეფოში
საქართველოს ელჩმა, სოფიო
ქაცარავამ დედოფალ
ელისაბედ მეორეს
რწმუნებათა სიგელები
გადასცა

სოფიო ქაცარავამ დედოფალ ელისაბედ მეორეს რწმუნ...

ბუკინგემის სასახლეში გამართული ცერემონიის შემდეგ, დიპლომატიური კორპუსის მარშალმა ალისტერ ჰარისონმა,...
20:32 პარ. 4 დეკემბერი
19:11 პარ. 4 დეკემბერი
ინაშვილი: ჩვენი წინადადებების პაკეტი მკა...
ინაშვილის თქმით, „პატრიოტთა ალიანსი“ დამოუკიდებლად მოქმედებს და მკაფიოდ აქვს გაწ...
18:54 პარ. 4 დეკემბერი
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე პირველი ს...
როგორც მან მატარებლის გაშვების საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა,...
18:52 პარ. 4 დეკემბერი
ბჟანია: საქართველო ჩვენთვის დღესაც საფრთ...
„მთიანი ყარაბაღის ომის შემდეგ სამხედრო საფრთხეები უფრო თვალსაჩინო გახდა. საქართვ...