მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ალექსანდრე მოწერელია მარტვილში სხვადასხვა სფეროში დასაქმებულებს შეხვდა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია მარტვილში სხვადასხვა სფეროში დასაქმებულებს შეხვდა. ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

„ვისაუბრეთ პანდემიით გამოწვეულ პრობლემებზე, ასევე, სამთავრობო ანტიკრიზისულ გეგმაზე. ამა თუ იმ სფეროს წარმომადგენელთა ნაწილმა პანდემის პირობებში დისტანციურად იმუშავა, ნაწილმა მუშაობა სრულად შეაჩერა, ხოლო უმრავლესობას ჯანდაცვის რეკომენდაციების გათვალისწინებით, ყოველდღიურ რეჟიმში უხდებოდა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება.

ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დასაქმებულ პირებს პანდემიამ რაც შეიძლება ნაკლები დაბრკოლება შეუქმნას და მეტი ხელშეწყობა ჰქონდეთ“, - განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მონაწილეებმა მარტვილის მუნიციპალიტეტში არსებულ ვითარებაზე, პრობლემებსა და სამომავლოდ განსახორციელებელ გეგმებზეც ისაუბრეს.