მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ალიევი და ფაშინიანი ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავენ

პრემიერ-მინისტრის 2021

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავენ. ინფორმაციას ekhokavkaza ავრცელებს.

„აზერბაიჯანს და საქართველოს ტრადიციული მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობები აკავშირებს, რომლებსაც ღრმა ისტორიული ფესვები აქვთ. მე მჯერა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობისა და სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობები დანამიურად კიდევ უფრო განვითარდება და გაფართოვდება“, - ნათქვამია ალიევის მისალოც წერილში.

რაც შეეხება ფაშინიანის მილოცვას, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილს მომავალ საქმიანობაში წარმატებს უსურვებს და აცხადებს, რომ ”სომხეთსა და საქართველოს შორის მტკიცე მეგობრობა ემყარება მრავალსაუკუნოვან ორმხრივ კონტაქტებს, ღრმა პატივისცემასა და ნდობას ჩვენს ხალხებს შორის“.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მთავრობები განაგრძობენ მჭიდრო თანამშრომლობას“, - ნათქვამია ფაშინიანის მისალოც წერილში.

ინფორმაციისთვის, მას შემდეგ რაც გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა, პრემიერ-მინისტრის პოსტი ვაკანტური გახდა. მმართველმა გუნდმა მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა.

22 თებერვალს პარლამენტმა მთავრობას ნდობა გამოუცხადა.