მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ამის შეჩერების ყველაზე სწრაფი გზა, არის ვეტოს დადება“ - სალომე სამადაშვილი პრეზიდენტს ხვდება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილებასთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, ეს ცვლილება ფაქტობრივად შეზღუდავს გამოხატვის თავისუფლების სივრცეს ჩვენ ქვეყანაში.

„ეს არის პრეზიდენტის დისკრეციული გადაწყვეტილება, გამოიყენოს თუ არა კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება ვეტოს დადებასთან დაკავშირებით, შეხვედრა პრეზიდენტის ინიციატივით იმართება.

ის ცვლილებები, რომელიც ნაჩქარევად მიიღო უმრავლესობამ, რაც ეხება სასჯელის გამკაცრებას ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, რაც ფაქტობრივად შეზღუდავს გამოხატვის თავისუფლების სივრცეს ჩვენ ქვეყანაში.

მე მიმაჩნია ეს უნდა შევაჩეროთ ნებისმიერი მექანიზმით, რომელიც ამ ეტაპზე არის ხელმისაწვდომი კონსტიტუციით. კონსტიტუციით ყველაზე სწრაფი გზა, ამის შეჩერების არის ვეტოს დადება“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის მოსაზრებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო უნდა დაადოს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სალომე ზურაბიშვილი სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც ხვდება.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 სალომე ზურაბიშვილი იაგო ხვიჩიას შეხვდა