პოლიტიკა

ანა დოლიძე: გერმანიის ელჩზე ორგანიზებული თავდასხმა გიგა ბოკერიას მეთაურობით სრულიად მიუღებლად მიმაჩნია

იუსტიციის უმაღლესი
საბჭოს არამოსამართლე
წევრი
1593538567
დაკოპირებულია

„მიუხედავად იმისა, რომ ბოკერიამ „ნაციონალურ მოძრაობას“ უღალატა, არ უღალატა იმ ერთაზროვნების დიქტატის პრინციპს, რომელიც წინა მთავრობის დროს თვითონვე შექმნა“, - ამ სიტყვებით გამოეხმაურა მოძრაობა „ხალხისთვის“ დამფუძნებელი ანა დოლიძე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებას გერმანიის ელჩთან დაკავშირებით, სადაც ბოკერია ჰუბერტ ქნირშს გიორგი რურუაზე გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებს .

„გერმანიის ელჩზე ორგანიზებული თავდასხმა გიგა ბოკერიას მეთაურობით მიმაჩნია სრულიად მიუღებლად. მორიგი დადასტურება, რომ ამ ხალხისთვის მხოლოდ ის აზრია მისაღები და „ევროპული", რომელიც საკუთარს ემთხვევა. ყველა სხვა, ვისაც შეიძლება განსხვავებული აზრი ჰქონდეს, ალეკო ელისაშვილიდან დაწყებული გერმანიის ელჩით დამთავრებული, ჯგუფურ ბულინგში მოყვება. მიუხედავად იმისა, რომ ბოკერიამ „ნაციონალურ მოძრაობას“ უღალატა, არ უღალატა იმ ერთაზროვნების დიქტატის პრინციპს, რომელიც წინა მთავრობის დროს თვითონვე შექმნა და რომელსაც მერე თვითონვე გაემიჯნა!“ - აღნიშნავს ანა დოლიძე.

ცნობისთვის, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში გიორგი რურუაზე გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა, რომლის თანახმად, ჰუბერტ ქნირშმა 26 ივნისს განაცხადა, რომ გიორგი რურუა, რომელსაც ოპოზიციის ნაწილი პოლიტპატიმარს უწოდებს და რომლის გამოშვების გარეშეც არ იღებს მონაწილეობას კენჭისყრაში საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად, 8 მარტის შეთანხმებაში ნახსენები არ არის.

გიგა ბოკერია გერმანიის ელჩის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის ჰუბერტ ქნირშს თანაუგრძნობს:

„თანავუგრძნობ მას, არ ვიცი, მერამდენედ უნდა გაეხვიოს ასეთ შარში, თარგმანში დაკარგულს ჰგავს ხოლმე და შემდეგ ბოდიშის მოხდა უწევს. ჩვენს პარტიას ბოდიში მოუხადა, შეცდომაში შეგვიყვანეს 20 ივნისზეო. ზოგჯერ დიპლომატებს გამოცდილება არ ჰყოფნით ხოლმე, შარში ეხვევიან და თანავუგრძნობ მას, რომ შარში გაეხვია და სხვა ელჩებიც გახვია. ახლა რაღაცნაირად ამ მდგომარეობიდან უნდა გამოვიდეს“, - განაცხადა ბოკერიამ.

სამება ახლოდან

სამების ტაძარში დღეს საყოველთაო ნათლობა...

სამების საკათედრო ტაძარში კორონავირუსის პანდემიის გამო, დღეს ტრადიციული საყოველთაო ნათლობა არ ჩატარდება. ამის შესახებ სამების ტაძრის მღვდელმსახურმა მამა იოანე მჭედლიშვილმა განაცხადა. 

ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის“ ინფორმაციით, ქართულმა სადაზვერვო დრონმა „საზღვარი“ დაარღვია. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება. 

1611051689

გეგმა  ეფუძნება იმ საერთაშორისო რეკომენდაციებს, რომელიც  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის გამოქვეყნებული, ვამბობ შინაარსობრივ ნაწილზე, თუ რას უნდა შეიცავდეს, - ამის შესახებ საერთაშორისო ფონდ  „კურაციოს“ პრეზიდენტმა გიორგი გოცაძემ, ვაქცინაციის კომისიის შეხვედრის შემდეგ, ვაქცინაციის ეროვნულ გეგმაზე საუბრისას განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

1611051538

„შევაფასეთ, რამდენად შეესაბამებოდა ვაქცინაციის ეროვნულ გეგმაში მოცემული პრიორიტეტული მიმართულებები თუ კატეგორიები საერთაშორისო სტანდარტებს და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებთან მიმართებით გეგმასთან შენიშვნები არ გვაქვს“, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პრემიერ-მინისტრთან კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი სპეციალური კომისიის წევრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

1611051237

ვაქცინის დანერგვის გეგმაზე, ჩვენთან ერთად,  80-ზე მეტი ექსპერტი მუშაობდა, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ, ვაქცინაციის კომისიის შეხვედრის შემდეგ, ვაქცინაციის ეროვნულ გეგმაზე საუბრისას განაცხადა.

1611051084
პრემიერ-მინისტრმა
ვაქცინაციის ეროვნული
გეგმა კოვიდვაქცინაციის
პროცესის შეუფერხებელი
უზრუნველყოფის მიზნით
შექმნილი სპეციალური
კომისიის წევრებთან
განიხილა

პრემიერ-მინისტრმა ვაქცინაციის ეროვნული გეგმა...

ვაქცინაციის ეროვნული გეგმა განიხილა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი სპეციალური კომისიის წევრებთან შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

1611050719
ვახო მეგრელიშვილი: მე რაც მინდა ის უნდა...

„მთავარია, რომ გავარკვიოთ რა ხდება ოპოზიციაში,იმიტომ რომ მე არ მესმის რა ხდება. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ მოდი ლაპარაკი გავაგრძელოთ.

„არის პარტიები, რომლებსაც შეთანხმება უნდ...

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ არის პარტიების ერთი ნაწილი, რომელსაც მმართველ გუნდთან შეთანხმება უნდა, ხოლო მეორე ნაწილს შეთანხმების მიღწევა არ სურს.

იაპონიაში ფრინველის გრიპის ეპიდაფეთქება...

ფრინველის გრიპის ეპიდაფეთქება ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური გახდა, იაპონიაში ამ სეზონში 5.8 მილიონი ქათამი მოკლეს ფრინველის გრიპის გამო, - ამის შესახებ nhk-ი იუწყება.