მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ანა დოლიძე საარჩევნო უბანზე მობილური ტელეფონის შეტანის აკრძალვას ითხოვს

მაჟორიტარობის კანდიდატი, დოლიძე

დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატი ანა დოლიძე, საარჩევნო ჯიხურებში ტელეფონების შეტანასთან დაკავშირებით, განცხადებას აკეთებს და საქართველოს პარლამენტს მიმართავს.

დოლიძე აცხადებს, რომ უნდა აიკრძალოს ჯიხურებში მობილური ტელეფონების შეტანა.

დოლიძე მოითხოვს, რომ საკანონმდებლო ორგანომ საარჩევნო კოდექსში ცვლილება შეიტანოს.

„უმთავრეს ბერკეტად, რომელიც რჩება ხელისუფლებას იმისთვის, რომ გააკონტროლოს ამომრჩევლის ნება და მოახდინოს ამომრჩეველზე ზეწოლა, კორპუსის მაცხოვრებლებზე, ამხანაგობების თავმჯდომარეების და ე.წ. ძველი ბიჭების მეშვეობით, ბაღისა და სკოლის თანამშრომლებზე, საჯარო სამსახურის თანამშრომლებზე, ეს არის მოთხოვნა, რომ მათ გადაუღონ სურათი საარჩევნო ჯიხურში შემოხაზულ ბიულეტენს და ეს სურათი გააგზავნონ შესაბამის ადგილას“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ინფორმაციისთვის, საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.