მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ანგარიში, რომელზეც გირაო უნდა იქნეს გადახდილი, არის საჯარო ყველა დაინტერესებული პირისთვის“ - გივი მიქანაძე

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენელი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი მიქანაძე განმარტავს, რომ ანგარიში, რომელზეც ნიკა მელიას გირაო უნდა იქნეს გადახდილი, არის საჯარო და ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისთვის.

„ეს არის მისი გეგმა, რომ ვიღაცას გადაახდევინოს, ის არ აღმოჩნდეს გისოსებს მიღმა იმიტომ, რომ ეს მისთვის ძალიან არახელსაყრელია და ამასთან ერთად, ცდილობს, რომ ეს ყველაფერი გადააბრალოს „ქართულ ოცნებას.“ - განმარტა გივი მიქანაძემ.

მისი თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ უმთავრესი პრიორიტეტი არის სამართლის უზენაესობა.

ინფორმაციისთვის, ნიკა მელიას თქმით, იმისათვის, რომ მოხდეს თანხის გადახდა აუცილებელია სპეციალური უნიკალური კოდი, რომელიც პროკურატურაში ინახება და მათ მიერ გაიცემა ბრალდებულზე ან მის ადვოკატზე.

მელია იმასაც აღნიშნავს, რომ აღნიშნული ინფორმაცია პროკურატურიდან არ გამოუთხოვია.

„მივმართავ საქართველოს ბანკს, რომ თუ მოხდება შესაბამის ანგარიშზე ჩემს სასარგებლოდ გირაოს გადახდა, ეს იქნება ჩემი უფლებების შელახვა. ძალიან გთხოვთ, ეს ყველაფერი გაითვალისწინეთ.“ - აღნიშნა ნიკა მელიამ.

აგრეთვე იხილეთ:

ნიკა მელია: ვინც ჩემს სასარგებლოდ თანხას შეიტანს, იქნება ჩემი მტერი