პოლიტიკა

ანგელა მერკელი გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს

მერკელის ვიზიტი
საქართველოში 2018
1609311963
დაკოპირებულია

„ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობები კარგ საფუძველს იძლევა ჩვენს მთავრობებს შორის მომავალი თანამშრომლობისა და ჩვენს საზოგადოებებს შორის ურთიერთობების გაღრმავებისთვის“, -  ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფედერალური კანცლერი ანგელა მერკელი ოფიციალურ წერილში წერს, სადაც ის გიორგი გახარიას  პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს. 

ანგელა მერკელი ხაზს უსვამს, რომ გერმანია გააგრძელებს საქართველოს სანდო პარტნიორობას სამართლებრივი სახელმწიფოსა და დემოკრატიის სტრუქტურების განვითარების გზაზე.

„პატივცემულო ბატონო პრემიერ-მინისტრო, გილოცავთ თქვენს კვლავ არჩევას ამ თანამდებობაზე. ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობები კარგ საფუძველს იძლევა ჩვენს მთავრობებს შორის მომავალი თანამშრომლობისა და ჩვენს საზოგადოებებს შორის ურთიერთობების გაღრმავებისთვის. გერმანია გააგრძელებს საქართველოს სანდო პარტნიორობას სამართლებრივი სახელმწიფოსა და დემოკრატიის სტრუქტურების განვითარების გზაზე.

დიდი გამოწვევების პერიოდში გისურვებთ წარმატებებსა და ძალას თქვენი საპასუხისმგებლო ამოცანების შესრულებაში“, - ნათქვამია ოფიციალურ წერილში.

ინფორმაციისთვის, 24 დეკემბერს პარლამენტმა მთავრობას ნდობა გამოუცხადა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ პარლამენტმა მთავრობას ნდობა გამოუცხადა

✔️ ირაკლი კობახიძე: სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას კენჭი თებერვალში ეყრება

კომენდანტის საათი
საქართველოში

„კომენდანტის საათი“ კვლავ ძალაში რჩება

„კომენდანტის საათი“ კვლავ ძალაში რჩება. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

საქართველოს პროკურატურამ, თბილისში, ნასიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის და ტარების მუხლებით ო.ა.-ს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

1619009654

უნივერსიტეტი ბაგების დამაკავშირებელი საბაგირო ხაზი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით, ყველა სტუდენტს უფასოდ მოემსახურება. საბაგირო ხაზი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივ და განივი კორპუსებსა და ბიბლიოთეკას აკავშირებს ბაგებთან. მისი სიგრძე 320 მეტრია და მასზე მოძრავ თითო ვაგონს 40 ადამიანის გადაყვანა შეუძლია. მგზავრობის ხანგრძლივობა 4 წთ-ს არ აღემატება. ინფორმაციას თსუს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

1619009334

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შალვა პაპუაშვილის განცხადებით 19-20 ივნისის აქციასთან დაკავშირებულ ყველა საქმეზე ამნისტიის გამოცხადება მედიატორების მიერ იყო შემოთავაზებული და ეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა კარგად იციან.

1619008658
ქართული ოცნების ლიდერი

ირაკლი კობახიძე: როდესაც შენ არ იღებ და არ ეთ...

„პარლამენტი მიიღებს ამნისტიის კანონს, როგორც ეს იმ შეთანხმების დოკუმენტით არის გათვალისწინებული, რომელსაც ჩვენ ყველამ მოვაწერეთ ხელი“, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

გიორგი ღიბრაძე: რეგულაციებით იქნება განს...

„აღნიშნულ მომენტში, არანაირი დამატებითი ღონისძიებების შემოღებაზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა, გამომდინარე არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან, რომლის განხილვაც ყოველდღიურ რეჟიმში ხდება, იქნება მიღებული გადაწყვეტილება დამატებით ზომებთან დაკავშირებით,“ - ამის შესახებ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

1619004445
გიორგი ღიბრაძე: კიდევ უფრო მკაცრად გაკონ...

„ბოლო პერიოდის განმავლობაში სახეზეა ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი მატება და ეპიდვითარების გაუარესების ტენდენცია, როგორც მთელ მსოფლიოში, ისე - საქართველოში, შესაბამისად, განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება პრევენციული ღონისძიებების ზედმიწევნით დაცვას და მკაცრად აღსრულებას,“ - ამის შესახებ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ჯარისკაცს მუხლზე დაჩოქილ მდგომარეობაში,...

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა, სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფი ჯარისკაცების მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 2 თანამშრომელი დააკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს.