მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ანი წითლიძე: დოკუმენტს ხელს არ მოვაწერ

ანი წითლიძე

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანი წითლიძემ განაცხადა, რომ მისი პარტია დანიელსონის 5 პუნქტიან დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, რადგან პოლიტპატიმრებისა და ვადამდელი არჩევნების თემა არ არის მკაფიო.

„კრისტიან დანიელსონის 5 პუნქტიან დოკუმენტს ხელს არ მოვაწერთ და ჩვენი პარტიის პოზიცია ამასთან დაკავშირებით არის აბსოლუტურად ცხადი.

პარტიაში ყველა ვიზიარებთ ამ პოზიციას. ჩვენთან ითქვა და პარტიამ ამაზე გააკეთა განცხადება, რომ იქ, სადაც პოლიტპატიმრების თემა არ არის მკაფიო, იქ, სადაც ვადამდელი არჩევნების თემა არ არის მკაფიო, ხელს არ მოვაწერთ. ეს ჩვენი და გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლების პოზიციაა, ამიტომ სრულად ვიზიარებთ“- განაცხადა ანი წითლიძემ.

ინფორმაციისთვის, „ქართული ოცნება“ ევროპული საბჭოს სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ შედგენილ დოკუმენტს ხელს მოაწერს - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ბრიფინგზე განაცხადა.

იხილეთ აგრეთვე:

✔️„ქართული ოცნება“ შარლ მიშელის ეგიდით ხელმოწერილ დოკუმენტს აქვეყნებს

✔️ზურაბ ჯაფარიძე: ამ დოკუმენტზე ხელის მოწერა ნიშნავს, რომ ივანიშვილი კიდევ უფრო გათავხედდება

✔️„ქართული ოცნება“ კრისტიან დანიელსონის მიერ შედგენილ დოკუმენტს ხელს საჯაროდ აწერს