მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ანრი ოხანაშვილი: ივანიშვილის მთავარი მიზანი ხალხის მსახურება იყო

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ანრი ოხანაშვილი გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას. მისი თქმით მმართველი პარტიის ლიდერს ძალაუფლებაში დარჩენის სწრაფვა არ ჰქონდა.

„მნიშვნელოვანია დემოკრატიული პროცესისთვის ის ნაბიჯი, რაც მან გადადგა ეს არის სრულიად განსხვავებული დემოკრატიული და მორალური სტანდარტი, რომ იყო ხელისუფლებაში და არ გქონდეს სწრაფვა ძალაუფლებაში  მუდმივად დარჩენისა.

მას არასოდეს არ ჰქონია მიზნად დასახული პოლიტიკაში მუდმივად დარჩენა. ივანიშვილის მთავარი ამოცანა იყო ხალხის და ქვეყნის წინაშე მსახურება, რასაც ის დიდი ძალისხმევით ახორციელებდა.“

ვინ ჩაანაცვლებს ბიძინა ივანიშვილს უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, სადაც ის იუწყება პოლიტიკიდან წასვლის შესახებ.

იხილეთ აგრეთვე:

✔️ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის

✔️ბიძინა ივანიშვილი: ჩვენ მოგვიწია ბოროტებასთან შეჯახება, რომელსაც რამდენიმე ადამიანი ცხრა წლის განმავლობაში მეთოდურად აშენებდა და ამყარებდა

✔️ბიძინა ივანიშვილი: ვთვლი, რომ ჩემი მისია შესრულებულია