მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ანრი ოხანაშვილი: სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლის პოლიტიკური გამბედაობა არ აქვს

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესში რეალურად ერევა, რაც მას კანონით ეკრძალება.

„ის უხეშად არღვევს იმ მოთხოვნებს, რაც ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს. რაც უფრო ხშირად გამოჩნდება იგი და ისაუბრებს მსგავსი ტიპის პოლიტიკურ სისულელეებზე, მით უფრო ქვემოთ წავა „ნაციონალური მოძრაობის” და მისი სატელიტების რეიტინგი“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

დეპუტატი აქვე დასძენს, რომ მიხეილ სააკაშვილი არაერთხელ ბრუნდებოდა საქართველოში, თუმცა მას ამის პოლიტიკური გამბედაობა და რესურსი არ აქვს.

„მისი არავის ეშინია. ვიცით, რომ არაერთხელ მოდიოდა. მას არ აქვს არც იმის პოლიტიკური გამბედაობა და არც იმის რესურსი, რომ ჩამოვიდეს. თუ ჩამოვა საქართველოში, მის მიმართ მართლმსაჯულება განხორციელებულია. არის მსჯავრდებული და მისი ადგილი იქნება შესაბამის საპატიმრო დაწესებულებაში“, - აცხადებს ანრი ოხანაშვილი.