საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ჩვენს მიერ დაინიცირებული ცვლილებებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციები სრულად შესრულებული იქნება და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის წესი საბოლოოდ ამ რეკომენდაციებთან შესაბამისობაში მოყვანილი იქნება - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მისი თქმით, ქართული ოცნების გუნდი, 2019 წლიდან მოყოლებული, თანმიმდევრულად ახორციელებს სასამართლო სისტემის რეფორმებს და ის პროგრესი, რომელიც არის სასამართლო სისტემაში არის შთამბეჭდავი, რაც აღიარებულია მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.
მისივე თქმით, ამ რეფორმის შედეგად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე გახდა.
„ვენეციის კომისიისგან მივიღეთ რეკომენდაციები იმისათვის, რომ ეს პროცესი დამატებით კიდევ დახვეწილიყო და შედეგად, ჩვენ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება კანონპროექტის ინიცირების შესახებ, რომელიც კიდევ უფრო დააზუსტებს რამდენიმე საკითხს იმ მნიშვნელოვანი რეფორმისა, რომელიც ჩვენ 2019 წელს დავიწყეთ“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, პროექტი შემდეგ საკვანძო საკითხებს ეხება: იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სამართლის მოსამართლეთა შერჩევის დროს კენჭისყრების ღიაობას, რაც საზოგადოებას შესაძლებლობას მისცემს, მიიღოს ინფორმაცია თუ საბჭოს რომელმა წევრმა კონკრეტულად რომელ კანდიდატს დაუჭირა მხარი; სარეიტინგო სიის შექმნას, შესაბამისად, საბჭოს გადაწყვეტილებით პარლამენტს წარედგინება მხოლოდ საუკეთესო შეფასების მქონე მოსამართლეობის კანდიდატები; საბჭოს წევრების ვალდებულებას კენჭისყრისას დაფიქსირებული ნებისმიერი პოზიციის დასაბუთების თაობაზე; კანდიდატებისთვის მათ მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილების კიდევ ერთხელ გასაჩივრების უფლების მიცემას, ანუ შემოთავაზებული იქნება ორჯერ გასაჩივრების მექანიზმი.
„ჩვენს მიერ შემოთავაზებული და მიღებული ცვლილებებით, საბოლოოდ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები სრულად შესრულებული იქნება. ამას არასამთავრობო სექტორი მიესალმება და ეს ცვლილებები უზრუნველყოფს კიდევ მეტ გამჭვირვალობას“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ უახლეს ამბებს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შესახებ.
📌ბოლო დღეებში აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაცია უკიდურესად გამწვავდა. პრორუსი სეპარატისტების მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად უკრაინის შეიარაღებულ ძალებში არიან დაღუპულები და დაჭრილები.
📌რუსეთმა 50 სამხედრო ბატალიონი და 15 ათასი სამხედრო გადასხა ოკუპირებული ტერიტორიების მახლობლად. ჯარისა და ჯავშანტექნიკის გადაადგილება რუსეთ-უკრაინის საზღვრისკენ ყოველდღიურად მიმდინარეობს.
ოკუპირებული გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კონსტანტინე ფილიას აზრით, გალის მოსახლეობას ენგურზე უპრობლემოდ გადასვლის საშუალება უნდა ჰქონდეს. ამის შესახებ ფილიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მაჭავარიანის ქუჩაზე ბოლო დღეების განმავლობაში განხორციელებული სამუშაოები და გატარებული ღონისძიებები გერმანელი სპეციალისტების მიერ დადებითად შეფასდა“, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა მეწყერსაშიშ ზონაში გერმანელ სპეციალისტებთან ერთად საპრევენციო ღონისძიებების გაცნობის შემდეგ განაცხადა.
გერმანიაში დროებით დასაქმების მსურველთა პირველი ჯგუფი საქართველოდან დღეს გაემგზავრა.
პარტია „გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩია ყოფილი მეუღლის მხრიდან სავარაუდო ძალადობის შესახებ მსახიობ ნინუცა მაყაშვილის განცხადებას ეხმაურება.
„მივესალმებით საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას „ნამახვანი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებით დიალოგის გამართვის აუცილებლობაზე“,- ვკითხულობთ ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების ერთობლივ განცხადებაში.
„ეს მართლაც საინტერესო იდეაა იმისთვის, რომ ამ პოლიტიკურმა ჯგუფმა შეძლოს და დაამტკიცოს ამბიცია, რომელსაც აცხადებენ და რომ აქვთ ის მხარდაჭერა, რაზეც საუბრობენ“, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა და „ქართული ოცნების“ რეგიონალურ მდივანს, დიმიტრი სამხარაძეს გამოეხმაურა, რომელმაც გიორგი გახარიას გუნდის წევრ მაჟორიტარებს მოუწოდა, რომ დატოვონ მანდატები და თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად გამართულ შუალედური საპარლამენტო არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა და ამით გაზომონ საკუთარი რეიტინგი.
გერმანელმა ინჟინერ-გეოლოგმა, პეტერ ნიუმანმა მაჭავარიანის ქუჩაზე არსებულ მეწყრულ ზონასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მუდმივი მონიტორინგია საჭირო, თუმცა ამჟამად ჩატარებულმა სამუშაომ შედეგი გამოიღო.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკ) და „საქართველოს მედიატორთა ასოციაციას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.