მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ანტისაოკუპაციო მიტინგზე იაქტიურა და ეს ჩაეთვალა დანაშაულად“ - ნათელაშვილი ნიკა მელიას დაკავებაზე

ლეიბორისტების ლიდერი

„გამოსავალი ნიკა მელიას გათავისუფლებაშია, რომელიც უკანონოდ იქნა დაკავებული და პოლიტიკური პატიმრის სუპერ ვარიანტს წარმოადგენს, რადგანაც ანტისაოკუპაციო მიტინგზე იაქტიურა და ეს ჩაეთვალა დანაშაულად, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

ნათელაშვილის თქმით, ნიკა მელია დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. სწორედ მისი გათავისუფლების შემდეგ დათანხმდება ოპოზიცია ხელისუფლებასთან დიალოგს.

„ამგვარი მოტივირებით პოლიტიკური პატიმარი მე არ მსმენია მსოფლიოში. დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ნიკა მელია. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება დაიწყოს რაიმე მოლაპარაკებები და დიალოგი ვინმესთან, სხვა შემთხვევაში ოპოზიცია არავითარ დიალოგზე არავისთან არ დაჯდება ახალი არჩევნები ხვალაც რომ დაგვინიშნონ, თუ ნიკა მელია იჯდება ციხეში“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

მისი პოზიცია უცვლელია, ოპოზიცია პარლამენტში შესვლას არ გეგმავს.

„მათ არამარტო უნდა შეწყვიტონ სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლა, არამედ უნდა ჩაატარონ ახალი არჩევნები და გამოუშვან პოლიტიკური პატიმრები. ამ შემთხვევას შემიძლია, თალაკვაძეს ვუპასუხო ცნობილი ბიბლიური ჭეშმარიტებით, ნეტარ არიან მორწმუნენი. საიდან არის დარწმუნებული, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევა, ეს ალბათ არჩილ თალაკვაძისა და მისი უფროსობის ნაკლებად დახვეულ ტვინის უჯრედებში უნდა ვეძიოთ, თუმცა მეეჭვება, იქ რამე პოზიტიური ვიპოვოთ“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს.

ინფორმაციისთვის, რომ ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში 23 თებერვალს დააკავეს.

მას გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისის საპროტესტო აქციის დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გადაყვანილია რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

იხილეთ აგრეთვე:

ნიკა მელიას მხარდასაჭერად ოპოზიცია ავტომობილებით მსვლელობას მართავს

ნინო ლომჯარია: ნიკა მელიას ერთადერთი მოთხოვნაა საკანში ტელევიზორი ჰქონდეს

„მას არც ოჯახისთვის და მშობლებისთვის არ ეცალა, თავი ჰქონდა გადადებული“- ანზორ მელია