მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არ გვინდა, რომ მოლაპარაკებები დასრულდეს“ - რაქვიაშვილი

რაქვიაშვილი ჯაფარიძეს განცხადებაზე

პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი აცხადებს, რომ საპარლამენტო მანდატების გაუქმება შინაარსობრივად ნიშნავს მოლაპარაკების დასრულებას.

რაქვიაშვილის განცხადებით, „გირჩს“ არ სურს მოლაპარაკებები დასრულდეს.

„მივიჩნევთ, რომ ყველაზე კარგი გამოსავალი პოლიტიკური კრიზისიდან შეთანხმებაა. მანდატების გაუქმება შინაარსობრივად ნიშნავს მოლაპარაკების დასრულებას.

ჩვენ არ გვინდა, რომ ეს მოლაპარაკებები დასრულდეს, რადგან იმედი გვაქვს რომ ჯერ კიდევ არის შანსი შეთანხმება იყოს მიღწეული“, - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

ინფორმაციისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი ამ ეტაპზე 51 დეპუტატისთვის საპარლამენტო მანდატების შეწყვეტისგან თავს იკავებს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „მანდატების გაუქმების საკითხის გადადება რეალობას ვერ შეცვლის“ - უდუმაშვილი

✔️ „მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტისგან თავი შევიკავოთ“ - ირაკლი კობახიძე