„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ბათუმში, 23 იანვარს მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.
მელიას თქმით, მიუღებელია პროტესტის ასეთი მძაფრი ფორმა .
„არ იყო სასიამოვნო საყურებელი და საზოგადოების ნაწილისთვის მიუღებელია პროტესტის ასეთი მძაფრი ფორმა, მაგრამ „ხელისუფლებამ“ საზოგადოებას თავს ლაფი დაასხა, ხალხს არჩევანი მოპარა, პროტესტის ადრესატმა კი ეს დასხმული ლაფი შეირგო, შეიშრო და იმ თავლაფის დამსხმელ „ხელისუფლებას“ გვერდით მიუჯდა.
ასე რომ, არ შეიძლება მომწონდეს ადამიანს ნაგავს რომ აყრიან, ან ნაგავში აგორავებენ, მაგრამ ძალიან კარგად მესმის იმ ადამიანების მრისხანების“, - აცხადებს მელია.
ინფორმაციისთვის, 23 იანვარს, აჭარის უმაღლესი საბჭოს უპარტიო წევრი ირაკლი ჩავლეიშვილი ბათუმის ბულვარის დამცველთა საპროტესტო აქციაზე მივიდა, სადაც მათ მოძრაობა „ალტერნატივას“ აქტივისტებმა „მოღალატე“ ეძახეს და ბოლოს ერთ-ერთმა აქტივისტმა მას თავზე ნაგავი გადააყარა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ეწვევა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში ე.წ. ბრიტანული შტამის გავრცელების რისკი არსებობს, თუმცა მას ახალი, განსაკუთრებული გართულებები არ ახასიათებს.
განცხადებაში საუბარია ნიკა მელიას მიერ სატელეფონო ზარის გამოყენების უფლებაზე.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ დაპატიმრების შემდეგ, ტელეკომპანია „მთავარ არხთან“ ინტერვიუში თავის გულისწყვეტაზე ისაუბრა, რომ მიმდინარე მოვლენებს პარტიის ყოფილი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე არ გამოეხმაურა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევა ლაბორატორიულად და გენეტიკურად დადასტურებული არ არის.
„ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის“ დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ მწარმოებლებმა ვერ აწარმოეს ვაქცინების ის რაოდენობა, რაც დაგეგმილი ჰქონდათ და ამიტომ, ვაქცინები დააკლდა ყველას.
ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში კორონავირუსით დაწესებული შეზღუდვები მარტში მოიხსნება. ამის შესახებ „ანადოლუ“ იუწყება.
მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მანიფესტი საფრთხისშემცველი მედიაგარემოს შესახებ აწერენ ხელს - ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას, უზრუნველყონ ჟურნალისტების უსაფრთხო გარემოში მუშაობა. აღნიშნულის შესახებ ტელეკომპანია „ფორმულა“ იუწყება. სწორედ, იქ მოეწერა ხელი მანიფესტს.
„სახელმწიფოს მოვალეობაა, არ აჰყვეს ამ მთავარ სტრატეგიულ მიმართულებას, რომ იქნებ, როგორმე ჯახი გამოიწვიონ არამარტო სახელმწიფო სტრუქტურებთან, არამედ საზოგადოებების წარმომადგენლებს შორის მოხდეს დაპირისპირება და რასაკვირველია, ამას პერსპექტივა გააჩნია, თუკი სახელმწიფო არ იმოქმედებს საკმაოდ ჩამოყალიბებულად და დაგეგმილი სტრატეგიით“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.