„ჩვენ გვსურს, რომ გავაერთიანოთ საზოგადოება კონკრეტული მოთხოვნების ირგვლივ. ჩვენი პროტესტის მიზანიც ეს არის“- აცხადებს პარტია „ლელო საქართველოსთვის“ გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე.
იგი ამჟამად გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე იმყოფება.
„ჩვენი მიზანი რჩება იგივე რაც იყო ოქტომბრის არჩევნების შემდგომ.
კონკრეტული მიზანია ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, პოლიტიკური დევნის შეწყვეტა ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ, პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის შეწყვეტა, რეფორმა მართლმსაჯულების, რეფორმა საარჩევნო კანონმდებლობის, რეფორმა საარჩევნო ადმინისტრაციის, ამ ყოველივეს განხორციელების შემდეგ ქვეყანა დაადგება ნორმალური განვითარების გზას.
ჩვენ გვსურს, რომ გავაერთიანოთ საზოგადოება ამ მოთხოვნების ირგვლივ. ჩვენი პროტესტის მიზანიც ეს არის.
არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც მუდმივ სამართლიან პროტესტს შედეგი არ გამოეღოს.
მე მინდა, რომ პასუხისმგებლობა გაითავისონ „ქართული ოცნების“ წევრებმა, იმ ვითარებაზე, რაც ქვეყანაში ხდება.
არსებული ვითარებიდან გამოსავალი პოლიტიკური შეთანხმებაა“- აღნიშნავს ბადრი ჯაფარიძე.
ინფორმაციისთვის, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქცია-მსვლელობა ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან უკვე დაიწყო.
ადგილზე შეკრებილები არიან გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები, მათი მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები. მათი მოთხოვნაა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია გათავისუფლდეს.
იხილეთ აგრეთვე:
✔️„თავისუფლებისთვის“ - ფილარმონიიდან ოპოზიციის აქცია- მსვლელობა დაიწყო
✔️„30 თუ 40 ათასი ლარის გამო ქვეყანა დაანგრიეს, ღირდა ამად?“ - ეკა ბესელია
✔️„ქვეყანას სჭირდება გადატვირთვა, ამის ერთადერთი გზა არის რიგგარეშე არჩევნები“- მამუკა ხაზარაძე
„კომენდანტის საათი“ კვლავ ძალაში რჩება. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას მამა, ანზორ მელია გავრცელებულ ინფორმაციას, ევროკავშირის მხრიდან ნიკა მელიასთვის გირაოს თანხის გადახდის შესახებ, თავზე ლაფის დასხმას უწოდებს.
საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის პარტნიორობის საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მმართველმა დირექტორმა აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში მატეო პატრონემ ვირტუალურ ფორმატში გამართული შეხვედრისას. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო და ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკა კორონავირუსის შემდგომი გართულებების წინააღმდეგ გაერთიანდნენ და საკუთარ ბაზაზე პოსტკოვიდური მართვის ცენტრები აამოქმედეს. ინფორმაციას „ ევექსის “ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.
ინდონეზიის სამხედრო-საზღვაო ფლოტის წყალქვეშა ნავთან კავშირი დაიკარგა. ამის შესახებ BBC იუწყება.
ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში, გია ხუხაშვილი პოლიტიკური მოვლენების სავარაუდო განვითარების სცენარს აღწერს, ის სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შალვა პაპუაშვილის განცხადებით 19-20 ივნისის აქციასთან დაკავშირებულ ყველა საქმეზე ამნისტიის გამოცხადება მედიატორების მიერ იყო შემოთავაზებული და ეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა კარგად იციან.
„პარლამენტი მიიღებს ამნისტიის კანონს, როგორც ეს იმ შეთანხმების დოკუმენტით არის გათვალისწინებული, რომელსაც ჩვენ ყველამ მოვაწერეთ ხელი“, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ჩემი აზრით ნიკა მელია ახლა არასწორად ზის ციხეში, მათ შორის საკუთარი გადაწყვეტილებითაც. ეს გადაწყვეტილება სწორი არ არის“, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.