მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არ მინდა, რომ დედაქალაქის მცხოვრებლები შეადარონ საფრანგეთში ნაგავში მეძებარ ხალხს“ - მიხეილ რამიშვილი

მიხეიულ რამიშვილი

27 აპრილს ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გადაწყვიტა თბილისის მერობის არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღოს მონაწილეობა.

როგორც მან PIA.GE-სთან საუბარში აღნიშნა უმთავრესი მიზეზი მისი ამ გადაწყვეტილების არის საზოგადოების ცხოვრების ტემპის უკუსვლა.

„აი ამ წლების განმავლობაში მე ვაკვირდები, თუ როგორ ხორციელდება და როგორ სრულდება ჩვენი მოსახლეობის ცხოვრების ტემპი და კეთილდღეობისაკენ სწრაფვა. მხოლოდ და მხოლოდ დაპირებები და უკუსვლა მიმდინარეობს საზოგადოების ცხოვრების და არა წინსვლა. შესაბამისად, მე ჩემი პრინციპები გამაჩნია, რომ ადამიანს, როდესაც რამეს ჰპირდები მხოლოდ სიტყვა ჰაერში არ უნდა რჩებოდეს. დამოუკიდებლად იმიტომ გადავწყვიტე, რომ ჩემი ასაკიც, გამოცდილებაც, პრინციპებიც მარტო სიტყვები არ არის.

მე მიმაჩნია, რომ უკვე დრო არის ის ადამიანები, რომლებიც ჩვენი პრინციპებით მაქსიმალურად შეუვალი ვართ და არასდროს არ ვღალატობთ, ჩვენ ჩვენი გადადგმული ნაბიჯებით გავაკეთოთ ის, რასაც წლების განმავლობაში ვაკეთებდით და საზოგადოების უპირატეს ინტერესებს ვიცავდით, ამიტომ გადავწყვიტე, რომ უკვე ჩემს მოსახლეობას და ჩემს ქალაქს მოვემსახურო.

მამაჩემს ჰქონდა ასეთი ლამაზი სტროფი „მხოლოდ შენ გეტრფის ჩემო თბილისო ქვეყანას შენი ნახვა სწყურია“- ეს წყურვილი, რაც ჰქონდა თბილისის მიმართ მინდა, რომ დავუბრუნო ჩემს ქალაქს. მე არ მინდა, რომ ჩემი დედაქალაქის მცხოვრებლები შეადარონ საფრანგეთში ნაგავში მეძებარ ხალხს, მე მინდა ჩემი ქალაქი დაუბრუნდეს იმ ნიშას, როგორიც იყო მოციმციმე თვალები და მოღიმარი სახით მაცხოვრებლები.

თუ რა თქმა უნდა, არჩევანს გააკეთებს მოსახლეობა და ეს ყველაფერი ერთეულ ადამიანებზე არ იყოს გათვლილი.

მთელი ჩემი ცხოვრებაა სამართლიანობისთვის ვიბრძვი , ვარ დამოუკიდებელი პრინციპების მატარებელი და ასეთი სამართლიანი დედაქალაქი მინდა გვქონდეს.

არასდროს სავაჭროდ არ გავხდი ჩემს პრინციპებს, საზოგადოებას და სოციალურად დაუცველ ფენას. იმიტომ, რომ ვარ შეიძლება ივაჭრო ადამიანების იმ ჯგუფით, რომელზეც უნდა ზრუნავდეს მთელი სახელმწიფო და დედაქალაქი. არ შეიძლება თამამად იარო, როდესაც ხედავ თუ როგორ ცუდ დღეშია საზოგადოების ის ფენა, რომელიც არის უმთავრესი.

საზოგადოებისთვის საკმარისი იქნება ყოველთვის ისიც, თუ შენ რას წარმოადგენ ქვეყანაზე და ჩემთვის ესეც კი საკმარისი იქნება. ასე რომ დანარჩენს ღმერთი და ხალხი გადაწყვეტს“- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.