პოლიტიკა

„არ ვაძლევ საბაბს არც ოპოზიციას და არც არავის, რომ რაიმე კრიტიკული თქვან და იგონებენ სისულელეებს“ - ღარიბაშვილი

თავდაცვის მინისტრი 2021
1611764763
დაკოპირებულია

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჯარის მიმართ ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ჯარში ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ უწყების კრიტიკის არანაირი დასაბუთებული არგუმენტი არ არსებობს.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მისი გაცხადებული პოლიტიკა - „ყველაფერი საუკეთესო ჯარს“ სწორედ ამას ემსახურება, რომ ჯარს, რომელიც არის ყველაზე რეიტინგული ინსტიტუცია და საიმედო დასაყრდენი ერის, ხალხის და სახელმწიფოსი, რა თქმა უნდა, ეკუთვნის ყველაფერი საუკეთესო.

„ვფიქრობ რამდენად ღირს სერიოზული კომენტარი გავაკეთო იმ უსუსურ და ამავდროულად ძალიან ბინძურ ცილისმწამებლურ კამპანიაზე, რომელიც არაერთხელ სცადეს. რეალურად მათ, არავითარი საბაბი არ აქვთ, მე არ ვაძლევ საბაბს არც ოპოზიციას, არც არავის, რომ რაიმე კრიტიკული თქვან და იგონებენ სისულელეებს, სასაცილო ამბებს.

მაგალითად, ბოლო ამბავი შეთხზეს და შეთითხნეს პროვოკატორებმა, ანტიეროვნულმა და საეჭვო პოლიტიკის გამტარებლებმა, როგორიც არის ბატონი მელაძე. თქვენს მსმენელს მინდა ავუხსნა, რაოდენ აბსურდულია მათი მცდელობები.

ამას არ ვამბობ იმისთვის, რომ თავის მოწონება ან ტრაბახი მინდა, პირიქით - ჩვენ მოკრძალებით, მაგრამ ამავდროულად პროაქტიურ რეჟიმში საზოგადოებას ვაყენებთ მუდმივად საქმის კურსში და ანგარიშებს ვაბარებთ, თუ რა პროცესები მიმდინარეობს ჯარში.

ის, რომ ჯარში ამ ერთი წლის განმავლობაში რეალურად გაკეთდა ძალიან ბევრი რამ, რაც არ გაკეთებულა წლების განმავლობაში არცერთი მმართველობის დროს, ეს ზედმეტი მოკრძალების გარეშე შემიძლია ვთქვა საქმით და არა მხოლოდ სიტყვით, მე საქმით ვამტკიცებ ამ ყველაფერს.

ჩემი გაცხადებული პოლიტიკა - „ყველაფერი საუკეთესო ჯარს“ სწორედ ამას ემსახურება, რომ ჯარს, რომელიც არის ყველაზე რეიტინგული ინსტიტუცია და საიმედო დასაყრდენი ჩვენი ერის, ხალხის და სახელმწიფოსი, რა თქმა უნდა, ეკუთვნის ყველაფერი საუკეთესო.

აღარ მინდა ვისაუბრო იმ პრობლემებზე, რომლებიც მე დამხვდა, მაგრამ ყველა ჩემი გადაწყვეტილება ეფუძნებოდა სწორედ ამ პოლიტიკას და ლოზუნგს, რომელიც თქვენ თქვით. ამის ფარგლებში მოვაქციეთ ის, რომ დაწყებული ეკიპირებით, დამთავრებული ინფრასტრუქტურით, რომელიც ნატოს სტანდარტების შესაბამისი სტანდარტების მიხედვით მოვაწყეთ და მოგეხსენებათ, რომ ჩვენ 250 ობიექტზე დავიწყეთ და უმრავლესობა უკვე დავასრულეთ ჩვენივე ძალებით. ეკიპირება არის აბსოლუტურად თანამედროვე, ნატოს წევრ, მაგალითად გერმანიის, ბრიტანეთის და სხვა წარმატებული დასავლეთის ევროპის ქვეყნების ჯარების შესაბამისი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემა „კვირის პოლიტიკაში“.

ევროპის საბჭო - შენობა

ევროსაბჭოს პრეზიდენტი საქართველოს, უკრაი...

ეროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ეწვევა. მიშელის ტურნე 28 თებერვლიდან 3 მარტამდე გასტანს. ამის შესახებ ევროსაბჭოს პრესრელიზშია აღნიშნული.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძის თქმით, გასულ წელს იყო გარკვეული ჩავარდნები შეზღუდვების მოხსნის გამო, თუმცა ქვეყანამ არსებულ ვითარებას კარგად გაართვა თავი.

თენგიზ ცერცვაძე აღნიშნავს, რომ ამაზე სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი მეტყველებს.

1614328239

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ოპოზიციის მიერ დაგეგმილ დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ პროტესტი სამართლიანად არ მიაჩნია, მაგრამ ამის მიუხედავად, მათ აქვთ აქციის გამართვის უფლება.

1614328201

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერის სპეციალურმა წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევმა ვიდეოკავშირის მეშვეობით ჟენევის დისკუსიებისთვის მზადების საკითხი თანათავმჯდომარესთან ეუთოს მხრიდან ანიკა სედერთან განიხილა. ინფორმაციას “სპუტნიკი“ ავრცელებს. 

1614327438

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა მოქალაქეებს მიმართავს და მოუწოდებს, რომ დღეს დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე მოვიდნენ. 

1614326959
ნაციონალური მოძრაობის
წევრი

„მოვუწოდებ თითოეულ მოქალაქეს, დადგეს იქ, სადა...

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი მოქალაქეებს მიმართავს და მოუწოდებს, რომ დღეს დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე მივიდნენ. 

1614322157
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 10 ადამ...

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსის ინფექციით კიდევ 10 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე Stopcov.ge-ზე განახლდა.

გერმანიის მოქალაქეს რუსეთის სასარგებლოდ...

გერმანიის პროკურატურა ქვეყნის  მოქალაქეს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში სდებს ბრალს. ამის შესახებ generalbundesanwalt.de იუწყება. 

1614318835
პანდემიის უახლესი გლობალური სტატისტიკა

მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა 113 მლნ-ს აჭარბებს. განახლებულ მონაცემებს worldometer-ი აქვეყნებს.