მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არავითარი პლებისციტი, შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ“ - ინაშვილი

პატრიოტთა ალიანსის ლიდერი

„ვისაუბრე იმაზე, რომ ერთადერთი გამოსავალი არის ვადამდელი არჩევნები“, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინიციატივით გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ინაშვილის თქმით, „პატრიოტთა ალიანსის“ პოზიცია მკაფიო და უცვლელია.

„ძალიან მნიშვნელოვანია ეს ვიზიტი. ჩვენ აუცილებლად უნდა მივაღწიოთ შეთანხმებას, პლებისციტი არის მიუღებელი, იმიტომ რომ პლებისციტი ისევე გაყალბდება როგორც არჩევნები გაყალბდა. გამოსავალი არის ახალი არჩევნებისთვის მზადება, ახალი არჩევნების დანიშვნა და მთლიანად საარჩევნო სისტემის შეცვლა. მკაფიოდ ვაფიქსირებ ჩვენი პარტიის პოზიციას არავითარი პლებისციტი, პირდაპირ ახალი არჩევნები“, - აღნიშნა ინაშვილმა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „შევთანხმდით, რომ არსებობს 6 საკითხი, რომელიც უნდა მოგვარდეს“ - დავით ბაქრაძე

✔️ „ვადასტურებთ სრულ მზაობას, რომ დიალოგი გავაგრძელოთ“ - პრემიერი