მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არჩილ თალაკვაძე: 2012 წლის შემდეგ ხელისუფლებამ განახორციელა მნიშვნელოვანი რეფორმები სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცების მხრივ

ქართული ოცნების წევრი არჩილ თალაკვაძე

„2012 წლის შემდეგ ჩვენმა ხელისუფლებამ განახორციელა მნიშვნელოვანი რეფორმები სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცების მხრივ“ - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ვანში განაცხადა, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გივი ჭიჭინაძე წარადგინა.

„ჩვენ რეფორმების 4 ეტაპი გვქონდა, ახლა ვახორციელებთ მეოთხე ტალღას და სწორედ ახლა პარლამენტში განიხილება საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მნიშვნელოვან საკითხს - მოსამართლეების დანიშვნას უკავშირდება. ეს არის მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებული დასაბუთების, გასაჩივრების და კენჭისყრის საკითხები“, -ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, სასამართლოს რეფორმის მეოთხე ტალღის ფარგლებში პარლამენტში განიხილება საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მნიშვნელოვან ცვლილებებს ითვალისწინებს.

„ჩვენ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად ვაკეთებთ ცვლილებებს და პრაქტიკულად ყველა მხარესთან, ვინც გამოთქვა თანამშრომლობის სურვილი - გვქონდა კონსულტაციები. ბოლო კვირის განმავლობაში სამი ასეთი სამუშაო შეხვედრა გავმართეთ პარლამენტში ჩემი ხელმძღვანელობით და რა თქმა უნდა, მესამე მოსმენამდე და კენჭისყრამდე ჩვენ კიდევ გვექნება საშუალება, რომ დეტალებზე ვიმსჯელოთ. დროც არის იმისთვის, რომ ვენეციის კომისიის მოსაზრება გვქონდეს ამასთან დაკავშირებით“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.​