პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: არ ვიცი, რომელია მიხეილ სააკაშვილის გამარჯვება, მაგრამ მე მახსოვს მისი დაახლოებით 30 დამარცხება

საპარლამენტთაშორისო
კავშირის გენერალური
მდივანი არჩილ თალაკვაძეს
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარედ არჩევას
ულოცავს
1611313380
დაკოპირებულია

„რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მე არ ვიცი, რომელია მისი პირველი გამარჯვება, რადგან ეს მეორედ დაასახელა, მაგრამ მე მახსოვს მისი პირველი, მეორე და დაახლოებით, 30 დამარცხება როგორც ადამიანის უფლებების სფეროში, ისე, მედიის თავისუფლების სფეროში, ისე თავისუფალი არჩევნების ჩატარების მხრივ და არაერთ არჩევნებში მას შემდეგ“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

არჩილ თალაკვაძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მესამე პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“, მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, წარსულის პოლიტიკური ძალაა, რომელიც დღემდე ახორციელებს დესტრუქციას.

„ჩვენი ხელისუფლება არის ის ხელისუფლება, ის პოლიტიკური გუნდი, რომელმაც 700-ზე მეტი მტკიცებულება, მათ შორის, ჭურვის ნამსხვრევები წარადგინა ევროსასამართლოში და სწორედ ამის შედეგად გახდა შესაძლებელი, რომ საქართველომ საერთაშორისო დონეზე თავის დონეზე დაამატკიცა ამ დავაში საკუთარი სიმართლე.

ხოლო რაც მიხეილ სააკაშვილმა და მისმა თანაგუნდელებმა გააკეთეს, არის ის, რომ მათ ხელი მოაწერეს ევროსაბჭოში რეზოლუციას, სადაც საქართველო არის დადანაშაულებული ომის დაწყებაში.

ეს არის განსხვავება ჩვენს შორის. კიდევ არის ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება - გუშინ, როდესაც საქართველომ გაიმარჯვა ამ დავაში, ჩვენი რეაქცია იყო და ჩვენი პოლიტიკური განაცხადი იყო, რომ საქართველომ გაიმარჯვა ამ დავაში, ხოლო მიხეილ სააკაშვილის და მისი გუნდის განცხადება იყო, რომ ეს არის მათი გამარჯვება, თან, მეორე გამარჯვება, ფაქტობრივად, ამ ადამიანებმა, თავის თავზე, სრულიად უტიფრად და სრულიად სიცრუეზე დაყრდნობით მიიწერეს ის გამარჯვება, რაც მთელ საქართველოს ეკუთვნის.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მე არ ვიცი, რომელია მისი პირველი გამარჯვება, რადგან ეს მეორედ დაასახელა, მაგრამ მე მახსოვს მისი პირველი, მეორე და დაახლოებით, 30 დამარცხება როგორც ადამიანის უფლებების სფეროში, ისე, მედიის თავისუფლების სფეროში, ისე თავისუფალი არჩევნების ჩატარების მხრივ და არაერთ არჩევნებში მას შემდეგ.

ამიტომ აქ სერიოზული კომენტარის გაკეთება შეუძლებელია, ეს არის კიდევ ერთხელ მცდელობა რომ მათ მხარდამჭერებს რაღაც მიჰყიდონ, მომავლის იმედი, სინამდვილეში, „ნაციონალური მოძრაობა“, მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, არის წარსულის პოლიტიკური ძალა და როგორც ხედავთ, დღემდე ახორციელებენ დესტრუქციას“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ინფორმაციისთვის, საქართველომ რუსეთს სტრასბურგის სასამართლოში დავა მოუგო.

21 აპრილი

მარილიანი ველი, რეაქცია პოლიციელის განაჩ...

PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 21 აპრილს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.

გურიაში, ქალაქ ოზურგეთში სამი დღის წინ დაკარგული გოგო პოლიციამ იპოვა. ინფორმაცია ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

1619030000

რუსეთის დიდ ქალაქებში, მათ შორის მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქციები გაიმართა. ინფორმაციას გამოცემა meduza ავრცელებს.

1619028269

გურიაში, ქალაქ ოზურგეთში, აკაკის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.

1619026150

თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 61 967 ადამიანს დაუდასტურდა. მონაცემებს worldometers-ი ავრცელებს.

1619024956
სახელმწიფო ზრუნვისა და
ტრეფიკინგის მსხვერპლთა,
დაზარალებულთა დახმარების
სააგენტო

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა...

კოჯრის ბავშვთა სახლის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო განცხადებას ავრცელებს.

დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკებს არ ვა...

ცნობილი ქართველი მომღერალი ვახტანგ კიკაბიძე აცხადებს, რომ მას დღესაც კონცერტების ჩასატარებლად რუსეთში და ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის „რესპუბლიკებში“ ეპატიჟებიან.

გიორგი ხელაშვილი: ჩვენი დათმობა იყო ის,...

„როდესაც ჩვენი ოპონენტები ამბობენ, რომ ისინი პარლამენტში არ შემოვლენ და მელიას უპირობო გათავისუფლებას მოითხოვენ, მათ ძალიან კარგად იციან, რომ ეს შეუძლებელია იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ იძლევა არანაირ მექანიზმს ამისთვის. დასავლელ პარტნიორებს არასდროს უთქვამთ, არასდროს მოუწოდებიათ და მით უმეტეს უკარნახიათ, რომ გვემუშავა და გვემოქმედა კანონის საწინააღმდეგოდ,“ - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ხელაშვილმა განაცხადა.

ევროკავშირის მათხოვრები არ ვართ - ანზორ...

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას მამა, ანზორ მელია გავრცელებულ ინფორმაციას, ევროკავშირის მხრიდან ნიკა მელიასთვის გირაოს თანხის გადახდის შესახებ, თავზე ლაფის დასხმას უწოდებს.