მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არჩილ თალაკვაძე: არჩევნების გაყალბების ბრალდება დარჩა საფუძვლის გარეშე

პოლიტიკური დიალოგი დაიწყო

„დემოკრატია არის მონაწილეობა და მონაწილეობის ბოიკოტირება ეს თავისთავად წინააღმდეგობაში მოდის დემოკრატიის იდეასთან.

მე ვფიქრობ, რომ მეხუთე რაუნდამდე ამას არაერთი ოპოზიციური ლიდერი კიდევ უფრო მეტად გააცნობიერებს.“ - განაცხადა ჟურნალისტებთან არჩილ თალაკვაძემ

პარლამენტის თავჯდომარის განცხადებით ოპოზიციის ბრალდებები არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა.

„ჩვენ მზად ვართ იმ სამართლიანი წინადადებების განსახილველად დავბრუნდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან, რაც ეხება პირველ რიგში, მათი პრეტენზიების გადამოწმებას, იმიტომ რომ როგორც აღმოჩნდა არჩევნების გაყალბების ეს ბრალდება რაც ისმოდა ოპოზიციის მხრიდან დღეს პრაქტიკულად დარჩა საფუძვლის გარეშე.

მეორეს მხრივ, მათი სურვილით თითქოს ჩვენზე შანტაჟს ახდენდნენ იმით, რომ პარლამენტში მხოლოდ ერთი პარტია იქნებოდა დღეს ეს რეალობაც შეცვლილია. ჩვენ ველით, რომ ოპოზიცია უკვე სტატუს კვოს რეალური შეფასებით დაუბრუნდება მოლაპარაკების მაგიდას “- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ.

იხილეთ აგრეთვე:

📌ზურაბ ჯაფარიძე: არ მჯერა, რომ ივანიშვილი პოლიტიკას საერთოდ ჩაეხსნება

📌თაკო ჩარკვიანი „მოქალაქეებს“: კანონებს ვერ მიიღებთ, შეგიძლიათ, ტვიქსი იყიდოთ და გაიყოთ